სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვნუგეშობთ და ვხარობთ, როცა მკურნალი კურნავს ჩვენს უძლურ სხეულს, თუმცა კი - მწარე წამლით და სასტიკი კურნებით. ვმადლობთ და სამაგიეროს მივაგებთ მას. მით უფრო უნდა გვიხაროდეს და გულით ვმადლობდეთ უფალს, როცა ჩვენს სულიერ უძლურებებს მწუხარებითა და განაცდელებით კურნავს. ვნუგეშობთ და ვხარობთ, როცა მკურნალი კურნავს

სულგრძელად გადაიტანე შენი მწუხარება: მაშინ თავად დაინახავ, რისთვისაც გამოგეგზავნა იგი (ფს. 72, 12-17). სულგრძელად გადაიტანე შენი მწუხარება: მაშინ

ავადმყოფი წამლის მიღებისას გრძნობს მის მწარე, უსიამოვნო გემოს, მაგრამ ვერ შეიგრძნობს მის მაკურნებელ თვისებებს; საკურნებელ მოწვისა და ჭრილობის დროს მხოლოდ ტკივილს და ფიზიკურ ტანჯვას განიცდის და მხოლოდ მერე, გამოჯანმრთელებისას იგრძნობს უსიამოვნო წამლის ძალას, გადატანილი მტანჯველი წვისა და ჭრილობის აუცილებლობასა და გადამრჩენელ ძალას. იგივე ითქმის სულიერი ავადმყოფობის შესახებაც. ავადმყოფი წამლის მიღებისას გრძნობს მის მწარე

ბედურების შემდეგ მაინც თქვი, რისი თქმაც თავად უბედურების ჟამს ვერ შეძელი: "იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე". ბედურების შემდეგ მაინც თქვი, რისი თქმაც თავად

უბედურებამ ჩაიარა, მაგრამ არ უნდა ჩაიაროს მისმა მოგონებამ უბედურებამ ჩაიარა, მაგრამ არ უნდა ჩაიაროს

წარსული უბედურებების გახსენება ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, ვხედავდეთ დღევანდელ კეთილდღეობას. წარსული უბედურებების გახსენება ყოველთვის

იცოდე, რომ ყოველთვის ცოდვებისთვის არ ხდება უბედურების, მწუხარების დაშვება. ზოგჯერ კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც უყვარს თავისი მონა, განგებ აგდებს მას სატანჯველში, როგორც ოქროს ზოდს ცეცხლში, რათა გამოსცადოს იგი, როგორც ოქრო ქურაში. უფალი გცდით, ეუბნებოდა მოსე ისრაელს (მეორე სჯ. 13, 3). იცოდე, რომ ყოველთვის ცოდვებისთვის არ ხდება

ხშირად მართალნიც მიეცემიან უკეთურ ადამიანთა ხელთ, არა - უკეთურთა განსადიდებლად, არამედ - მართალთა გამოსაცდელად. ხშირად მართალნიც მიეცემიან უკეთურ ადამიანთა

ოქრო ცეცხლით გამოიცდება, რწმენა კი - განსაცდელებით ოქრო ცეცხლით გამოიცდება, რწმენა კი -

მეომრის სიმამაცე ბრძოლაში გამოიცდება, ჩვენი რწმენის სიმტკიცე კი - განსაცდელებში. მეომრის სიმამაცე ბრძოლაში გამოიცდება, ჩვენი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2