სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის საჭიროება დადგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა იარაღი მზად გქონდეს. მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის

ჩვენ უნდა მოვემზადოთ განსაცდელის გადასატანად მანამ, ვიდრე განსაცდელი მოგვიკაკუნებდეს, რათა გამოცდილნი აღმოვჩნდეთ მაშინ, როცა ის დაგვატყდება თავს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ განსაცდელის გადასატანად

განსაცდელის განჭვრეტა და მისთვის წინასწარ მზადება ნიშნავს ახლანდელი, თითქმის ნებაყოფლობით ტანჯვით შევამციროთ მომავალი წამება. ეს თითქმის იგივეა, რომ უმძიმესი ვალი ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა ვადებში გადავიხადოთ. განსაცდელის განჭვრეტა და მისთვის წინასწარ

თუ სიხარული შეგვემთხვევა, ვივარაუდოთ, რომ ჩვენგან შორს არაა მწუხარებაც; და თუ მწუხარება გვეწვია, ველოდოთ სიხარულის მოახლოებას. გამოიყენე ზღვაზე მოცურავეთა მაგალითი. როცა ქარიშხალი ატყდება, ისინი გადარჩენის იმედს არ კარგავენ, ტალღებს ეწინააღმდეგებიან, და მშვიდ ამინდს ელიან. ხოლო როცა სიმშვიდე დაისადგურებს, ქარიშხალს ელიან; ამიტომაც ყოველთვის ფხიზლად არიან, რათა მოულოდნელად ამტყდარმა ქარიშხალმა მათ მოუმზადებლებს არ მოუსწროთ და ზღვაში არ დანთქას თუ სიხარული შეგვემთხვევა, ვივარაუდოთ, რომ

მწუხარება უფრო დამაწყლულებელია, როცა მოულოდნელია მწუხარება უფრო დამაწყლულებელია, როცა

როცა უბედურებას ელი, მაშინაც კი ძნელი ასატანია იგი; ხოლო თუ უბედურება მოულოდნელია, - მძიმე როგორ არ იქნება?! როცა უბედურებას ელი, მაშინაც კი ძნელი

სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის ჟამს - ავადმყოფობას, სიმდიდრისას - სიღატაკეს, სიამოვნებისას - შიმშილს, და თავსდამტყდარი უბედურება ვერ გაგტეხს. სიჩუმის დროს ელოდე ქარიშხალს, ჯანმრთელობის

ვიდრე უბედურება დაგტყდომია თავს, მანამდე ელოდე მას და ემზადე მისთვის. ხოლო როცა უბედურებამ უკვე გიწია, სასოს ნუ წარიკვეთ, დაითმინე იგი და გადარჩები მოთმინებით აღსავსე სხვა ადამიანებთან ერთად. ვიდრე უბედურება დაგტყდომია თავს, მანამდე

არავინ დაუძლურდეს სულით მწუხარების ჟამს. ამქვეყნად იყო და იქნება მრავალი - შეუდარებლად მძიმე უბედურება, რომელთა მსგავსიც, ჩვენ, უეჭველია, არ განგვიცდია. არავინ დაუძლურდეს სულით მწუხარების ჟამს.

თუ უბედური ხარ, იცოდე, რომ შენზე უბედურებიც არიან თუ უბედური ხარ, იცოდე, რომ შენზე უბედურებიც

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2