სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მწუხარებ შენი უბედურების გამო? რომ გეფიქრა, სხვები რამდენს ითმენენ, უფრო ხმადაბლა იწუწუნებდი. მწუხარებ შენი უბედურების გამო? რომ გეფიქრა

შენი მწუხარება განყენებულად კი არ გაზომო, რათა აუტანელი არ მოგეჩვენოს; არამედ ყველა ადამიანურ უბედურებას შეადარე და ნუგეშს ჰპოვებ მწუხარებისას შენი მწუხარება განყენებულად კი არ გაზომო

ყველა წმიდანი ცხოვრებას მწუხარებასა და ნაღველში, მოთმინებასა და დევნაში ატარებდა: რა? მარტო შენ გინდა დარჩე ყოველგვარი ტანჯვისა და მწუხარების გარეშე? თუ შენ მარტოს გინდა იყო ღვთის იმ რჩეულთა რიცხვში, არაფრის დათმენა რომ არ გსურს? ეს არ მოხდება. ყველა წმიდანი ცხოვრებას მწუხარებასა და

თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს სიმამაცეს არყევს და შენს მოთმინებას ფიტავს - გაიხსენე დედა ღვთისა, რომელიც თავისი საყვარელი ძის ჯვრის წინაშე იდგა. თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს

თუკი ქრისტემაც კი, რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია, იტანჯა, განა ჩვენ, ცოდვილები, ტანჯვაში უნდა ვდრტვინავდეთ? თუკი ქრისტემაც კი, რომელსაც ცოდვა არ

მართალია, შეუძლებელია, ტანჯვისას მწუხარებას არ გრძნობდე: წმიდანებიც, რომლებიც საზოგადო ვალს უხდიდნენ ბუნებას, ზოგჯერ ცრემლებით ასველებდნენ სარეცელს, მაგრამ მათ ცრემლებში გამოსჭვიოდა სულის უდრტვინველი სიმშვიდე, მსგავსად იმისა, როგორც ზოგჯერ წყნარ ამინდში - წითელი მზე აირეკლება წვიმის წვეთებში. მართალია, შეუძლებელია, ტანჯვისას მწუხარებას

წმიდა მამები გვირჩევენ კიდეც, მწუხარების ცრემლი დავღვაროთ. ოღონდ არა - ცრემლი გოდებისა და სასოწარკვეთისა, რომლებიც მხოლოდ გულს გვიგლეჯენ და მწუხარებას უნუგეშოდ აქცევენ, არამედ - ცრემლი, რომელიც უფლისადმი ლოცვით მხურვალებასთანაა შეზავებული. ამგვარი ცრემლები, მართლაც, შეიძლება, და უმჯობესიცაა, ვურჩიოთ მწუხარე კაცს. ისინი მეტად ამსუბუქებენ მწუხარებას, მსგავსად - კეთილსასურველი წვიმისა: მწუხარებისა და ნაღვლისგან გამხმარ გულზე ზეციდან იმედსა და ნუგეშს ღვრიან. წმიდა მამები გვირჩევენ კიდეც, მწუხარების

შეიძლება ალზე დაკვირვებისას შევამჩნიოთ, რომ იგი საკუთარი კვამლით იხშვება, თუ კვამლი გარეთ არ გამოდის, მაღლა არ აიკლაკნება ალის სიახლოვეს. ასევე ხდება ცხოვრებისეულ ძალასთან მიმართებაში, იგი ილევა მწუხარებისგან, როცა გარეთ გამოსასვლელს ვერ ჰპოვებენ (ცრემლების მეშვეობით) შეიძლება ალზე დაკვირვებისას შევამჩნიოთ, რომ

როგორც ღრუბელთა გროვა აბნელებს ჰაერს, წვიმის წამოსვლისთანავე კი ყველგან სიმშვიდე და სინათლე დაისადგურებს: ასევე მწუხარება, ვიდრე ჩვენს შიგნითაა, გონებას გვიბნელებს, ხოლო როცა ლოცვითი სიტყვებითა და ცრემლებით გარეთ გამოაღწევს, სულში უდიდეს სინათლეს დაავანებს. მაშინ ღვთაებრივი შეწევნა, როგორც ლამპარი, იგზავნება სულში. როგორც ღრუბელთა გროვა აბნელებს ჰაერს, წვიმის

არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი საერთოდ შეიძლება მწუხარებას ბოროტება უწოდო) მეორეს უმატებენ. არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2