სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღმერთი ჩვენზე რომ ზრუნავს, ამის ნიშანი ისაა, რომ უბედურებებითა და მწუხარებებით კურნავს ჩვენს ცოდვებს. ღმერთი ჩვენზე რომ ზრუნავს, ამის ნიშანი ისაა

ცხოვრებაში თავსდატეხილ უბედურებებში შენი თავი მიანდე ღვთის ნებას და ნუგეშსა და სიმშვიდეს მიიღებ. ცხოვრებაში თავსდატეხილ უბედურებებში შენი თავი

შეშინებული ბავშვი დედის სარეცელისკენ გარბის. მის მსგავსად, ქრისტიანი, რომელიც მწუხარებებით არის დამარცხებული, ჩქარობს მადლის საფარველს შეეფაროს, რადგან მტკიცედ სწამს, რომ უწინ მიწიერი დედა დაივიწყებს თავის შვილს, ვიდრე მამაზეციერი დატოვებს მის მოყვარულს უმეტეს მწუხარებაში, ვიდრე - ატანა შეუძლია. შეშინებული ბავშვი დედის სარეცელისკენ გარბის.

ღმერთი ჩვენზე იმაზე მეტ განსაცდელს არ უშვებს, რამდენი ძალაც გვაქვს. ბროლისა და შუშის ჭურჭელს ხელოსანი მსუბუქად ურტყამს, რათა არ გატყდეს იგი, ვერცხლისა და სპილენძისას კი მაგრად მიარტყავს; ასევე უძლურებისთვის - მსუბუქ, ძლიერებისთვის კი ძლიერ განსაცდელს უშვებს უფალი. ღმერთი ჩვენზე იმაზე მეტ განსაცდელს არ უშვებს

ოქრომჭედელი ძვირფას მეტალს რომ ცეცხლში ჩააგდებს, განა იქ დარჩება და დაავიწყდება? არა, იგი მეტისმეტად უფრთხილდება და ეძვირფასება. იგი ზის ქურასთან და უცდის, ყურადღებით აკვირდება მეტალს და როცა საკუთარ ანარეკლს შენიშნავს დამდნარ ოქროში, დაასკვნის, რომ გამოცდა დასრულებულია და ცეცხლს აქრობს. სწორედ ასევე მაცხოვარი ფხიზლობს უბედურებათა ქურასთან, რომელშიც ქრისტიანები უნდა განიწმიდონ, ფუჭად არ უშვებს უმცირეს ტანჯვასაც კი და მხოლოდ უცდის, რომ მისი ხატება გამოისახოს მათ გულებში. და მისი ძეები გამოდიან იქიდან, როგორც "შვიდწილ" განწმედილი ოქრო. ოქრომჭედელი ძვირფას მეტალს რომ ცეცხლში

ადამიანური განსაცდელის ჟამს გულს ნუ გაიტეხთ ადამიანური განსაცდელის ჟამს გულს ნუ გაიტეხთ

მწუხარების დღეები გადის, ისევე როგორც - ბედნიერებისა მწუხარების დღეები გადის, ისევე როგორც -

ამქვეყნიური ცხოვრების განსაცდელსა და უბედურებებს ისეთივე გულგრილობით უნდა ვუყუროთ, როგორც კეთილგონიერი კაცი ბნელი ღამის განმავლობაში ელის კაშკაშა დღეს. მეტად უგუნური იქნებოდა ის მოგზაური, რომელიც უარს იტყოდა სამშობლოსკენ წასვლაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მზე განუწყვეტლივ არ გაუნათებს გზას. ამქვეყნიური ცხოვრების განსაცდელსა და

სულით ნუ დავეცემით, როცა რაიმე უბედურება დაგვატყდება, რაც არ უნდა იყოს ის, ეს - მსწრაფლწარმავალი ღრუბელია. რა მწუხარებაც არ უნდა დაასახელო, მას მაინც თავისი დასასრული აქვს და უბედურებასაც საზღვარი აქვს. სულით ნუ დავეცემით, როცა რაიმე უბედურება

როგორ იქცევით ძლიერი ქარიშხლის დროს? - მოთმინებით უცდით მშვიდ და ნათელ ამინდს. ღვთის სიკეთე გიღვივებთ იმედს, რომ ჭექა-ქუხილის შემდეგ სასიამოვნო ამინდით დატკბებით. ასევე მოიქეცით, როცა ცილისწამება და ბოროტება გდევნიან: უდრტვინველად გადაიტანეთ შეურაცხყოფა და დაელოდეთ წუთებს, როცა განგება სიხარულის ნათლით გაგაბრწყინებთ. როგორ იქცევით ძლიერი ქარიშხლის დროს? -

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2