სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ეკლებით დაფარული ვარდი ადამიანებს მშვენიერ შეგონებას აძლევს: "ყოველივე ის, რაც სასიამოვნოა ამქვეყნად, ჰოი, მოკვდავნო, მწუხარებასთან არის შეზავებული, თქვენ აქ ვერ ჰპოვებთ სუფთა სიკეთეს, ყველგან და ყველაფერში სიკეთესთან რაიმე ბოროტებაა შერეული: სიამოვნებასთან - სინანული, ცოლ-ქმრობასთან - ქვრივობა, სიუხვესთან - შრომა და საზრუნავი, ამაღლებასთან დაცემის შიში, ხელოვნებასთან - დანახარჯები, კმაყოფილებასთან - გადაჭარბება, ჯანმრთელობასთან - ავადმყოფობა. ეკლებით დაფარული ვარდი ადამიანებს მშვენიერ

ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ არ აბადია ჯანმრთელობა, სიმშვიდე, მშვიდობა და კეთილი სახელი. ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ არ აბადია

უდიდესი მიწიერი სიკეთეც საკუთარ თავში ატარებს მწუხარების ჩანასახს იმაზე ფიქრით, რომ ის ოდესმე დამთავრდება. უდიდესი მიწიერი სიკეთეც საკუთარ თავში ატარებს

დედამიწაზე შესაძლებელი ბედნიერება იმ აზრით ფერმკრთალდება, რომ ან ჩვენ მივატოვებთ მას, ან ის დაგვტოვებს. დედამიწაზე შესაძლებელი ბედნიერება იმ აზრით

ყოველივე მიწიერი ცვალებადია, ჩრდილივით ქრება, ტალღასავით ჩაივლის, ჭკნება, როგორც ყვავილი, კვამლივით გაიფანტება. ყოველივე მიწიერი ცვალებადია, ჩრდილივით ქრება

ბედნიერება მსწრაფლწარმავალია: ვინ შეინარჩუნებს მას? - ვინ აღუდგება წინ, რომ ნათელი დღის ბრწყინვალება დროთა განმავლობაში არ გაფერმკრთალდეს. არ დაიჩრდილოს და უკუნი არ გაბატონდეს ჭექა-ქუხილთან ერთად იმ ადგილას, სადაც ეს-ესაა ნათლის ბრწყინვალებაში გაზაფხულის ნიავქარი ქროდა? ბედნიერება მსწრაფლწარმავალია: ვინ

ხდება ხოლმე, რომ ვინც ერთ დღეს ეტლით მგზავრობს, მეორე დღეს ჯურღმულში აღმოჩნდება. ხდება ხოლმე, რომ ვინც ერთ დღეს ეტლით

ბედნიერება გემის ყველაზე შეუმჩნეველ ნაკვალევს ჰგავს, რომელიც წინ იჭრება და ბოლოში უკვალოდ ქრება. ბედნიერება გემის ყველაზე შეუმჩნეველ ნაკვალევს

მზის ყოველი სხივი, რომელიც იშვიათად გამოანათებს ღრუბლებიდან და სწრაფადვე ამოეფარება მათ, სიხარულის მსწრაფლწარმავალობას, მიწიერი ბედნიერების უხანობას მოგვაგონებს. მზის ყოველი სხივი, რომელიც იშვიათად

როცა სახლის ზღურბლთან ღატაკი მათხოვრის ღარიბულ სამოსს დაინახავ, დაფიქრდი, შეიძლება, ხვალვე მასზე ღატაკი აღმოჩნდე. როცა სახლის ზღურბლთან ღატაკი მათხოვრის

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2