სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

უბედურებებსა და განსაცდელებში, მწუხარებებსა და ავადმყოფობებში უნუგეშოდ ნუ იქნებით და მეტისმეტ დარდს ნუ მიეცემით. ამ შემთხვევაში ნურავის დაადანაშაულებთ და ნუ გაკადნიერდებით - განგებაზე დრტვინვით. მან იცის, რას აკეთებს, როცა ეკლიანი გზით მიჰყავხართ: თქვენზეა დამოკიდებული, რომ იგი ვარდისფერად აქციოთ. მიენდეთ განგების წინამძღოლობას, სრულად და უსიტყვოდ დამორჩილდით ღვთის მტკიცე ხელს. უბედურებებსა და განსაცდელებში, მწუხარებებსა

დააყენე თავი ტანჯვა-წამებაზე მაღლა და გწამდეს, რომ ღვთის ნებით, კურთხევად გადმოგეღვრება ის, რასაც მწუხარების ამოუწურავ წყაროდ თვლიდი; გწამდეს, რომ უბედურების ბნელი, ბობოქარი ღამე წყნარი და ნათელი დღის დასაწყისი იქნება. დააყენე თავი ტანჯვა-წამებაზე მაღლა და

უბედურებისგან შეიძლება ჭეშმარიტი ბედნიერების გამოწვლილვა, ისევე, როგორც მწარე ქერქიდან - ტკბილი მარცვლისა. უბედურებისგან შეიძლება ჭეშმარიტი ბედნიერების

ევას მემკვიდრეები უცილობლად უნდა მწუხარებდნენ: მაგრამ, როცა მწუხარებას მადლიერებით ვიტანთ, წყევლა ჩვენთვის ლოცვა-კურთხევად გადაიქცევა. ევას მემკვიდრეები უცილობლად უნდა

ნუ შეშფოთდები განსაცდელთა ჟამს. ვინც ბრძოლაში გვაგზავნის, ის ძალასაც მოგვცემს გამარჯვებისთვის. ნუ შეშფოთდები განსაცდელთა ჟამს. ვინც ბრძოლაში

ღმერთი, რომელიც ჯვარს გვატვირთავს, თავადვე გვეხმარება ჯვრის ზიდვაში ღმერთი, რომელიც ჯვარს გვატვირთავს, თავადვე

სთხოვე უფალს, არა მხოლოდ ის, რომ ახლანდელი უბედურებებისგან გიხსნას, არამედ უფრო მეტად ითხოვე, რომ მოგცეს ძალა, გადაიტანო ისინი. სთხოვე უფალს, არა მხოლოდ ის, რომ ახლანდელი

მწუხარების ჟამს სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ, არამედ ილოცე წმიდა იოანე ოქროპირთან ერთად: "მომანიჭე მე სულგრძელება უფალო! მწუხარების ჟამს სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ

სრული ბედნიერება არ არის და არც იქნება დედამიწაზე სრული ბედნიერება არ არის და არც იქნება

მიწიერი ბედნიერება შეუძლებელია ზოგიერთი უსიამოვნების გარეშე, ისევე, როგორც ჩახატული ყვავილები - ჩრდილის, ვარდი კი - ეკლების გარეშე. მიწიერი ბედნიერება შეუძლებელია ზოგიერთი

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2