ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
უთანასწორობა თვით სამყაროს საფუძველშია ჩადებული და ამას არ უნდა შევეწინააღმდეგოთ. უთანასწორობა სიყვარულმა დააწესა, ადამიანთა ცხოვრება უსახურია, მაგრამ ამის მიზეზი უთანასწორობა როდია, ეს სიყვარულისა და სულიერი განსჯის დაკნინებაა. ა... იხილეთ სრულად
ღმერთი არ არის თანასწორობა, ღმერთი სიყვარულია. უთანასწორობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის მამოძრავებელი. ვიდრე სიყვარული და სიმართლე სუფევს, არავინ ფიქრობს თანასწორობაზე, არავინ დავობს მასზე. როცა სიყვარული დაიშრიტება, ა... იხილეთ სრულად
გზა კაცობრიობის პროგრესისაკენ - ეს მდიდრის თავის გაწირვაა უპოვართათვის; მეცნიერის - უმეცრთათვის; დიდებულისა - დაკნინებულთათვის; ცალკეული პიროვნებისა - მთელი საზოგადოებისათვის.
როგორ სჭირდება ქვეყნიერებას ისინი, ვისაც თავისთვის არაფერი სჭირდება
იყო მართალი მართალთა შორის სანაქებოა და შესაშური, მაგრამ უფრო მეტი ქების ღირსია ის, ვინც მართალია ცოდვილთა გარემოცვაში.
თუ მართალი და ცოდვილი გვერდიგვერდ ცხოვრობენ, უფლის ხელი ორივეს იფარავს. პირველს აწრთობს და განამტკიცებს, მეორეს კი აფრთხილებს.
ეკლიანია მართალთა გზა, ისინი დასაბამითგან იდევნებიან ან ურწმუნოთაგან, ან მათგან, ვისაც არამართებულად სწამს. შურს მართალთათვის ზეცა იძიებს.