ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
ლიტურგია ადამიანისადმი უფლის სიყვარულის გამოვლინებაა. წმინდა ლიტურგიაში კაცთა მოდგმის მიმართ ღმერთმა თავისი სიყვარული დაამოწმა. ღვთის სიყვარული ოდენ რაიმეს გაღებით არ გამოიხატება. იგი საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაა.
სიყვარული ცისა და მიწის უზენაესი კანონია. სიყვარულის მიღმა სხვა კანონი ანგელოზებსაც არ გააჩნიათ. რას ნიშნავს კანონი სიყვარულისთვის, როცა იგი არ სცოდავს, პირიქით ცოდვას ებრძვის. კანონები ცოდვილთათვის იწერება. სიყვარულს სიბრძნე... იხილეთ სრულად
სიყვარულს სიბრძნე ახლავს და მით ყველა საიდუმლო კარს განაღებს. იგი ძალაა, ცოდვილებს რომ იმორჩილებს, მხეცებს, ეშმაკებსა და მთელ ბუნებას. ღვთის შვილები სიყვარულის შვილები არიან, ცათა სასუფეველი კი სიყვარულის საუფლო.
მარხვა ღვაწლია, მაგრამ მას სიყვარული აღემატება. თუ მარხვით ბოროტი განიდევნება, ვნება ითრგუნება, სხეული დაცხრება და სული მშვიდდება, სიყვარულით ადამიანში თვით უფალი დაივანებს. მარხვის აუცილებლობაზე ღმერთმა მიგვითითა, სიყვარული კი მთ... იხილეთ სრულად
სიყვარული როცა განელდება, მას მოვალეობის გრძნობა შეცვლის, თუ დაიშრიტება, კანონი შეენაცვლება. სიყვარული ადამიანური და ბუნებრივი კანონებისაგან თავისუფალია, იგი ყოველგვარ მოვალეობას აღემატება.
ყველა იმპერია, ძალადობაზე დაფუძნებული, ან უკვე აღიხოცა, ან აღიხოცება პირისაგან მიწისა. მომავალი, სიყვარულსა და თავდადებულ მსახურებაზე დაფუძნებულ წმინდა პავლე მოციქულის "იმპერიას" ეკუთვნის.
ადამიანის გულს შესწევს უნარი, უფრო აღმატებულ სრულყოფილებას მიაღწიოს, ვიდრე მის გონებას ხელეწიფება. ქვეყნიერება სრულყოფილი სიყვარულის მომსწრე არაერთხელ გამხდარა, მაგრამ სრულყოფილი გონიერების ერთი მაგალითიც არ ახსოვს.
ჭეშმარიტი სიბრძნე სიყვარულის გარეშე არ არსებობს, არც ჭეშმარიტი სიყვარული სიბრძნის გარეშე. სიბრძნე უსიყვარულოდ ქვეწარმავლის მზაკვრობაა, ეგოისტური და გესლიანი. სიყვარული სიბრძნის გარეშე თავსხმას ჰგავს, მაშინ როცა მოწყურებული მიწა ჟუ... იხილეთ სრულად