ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
ადამიანს უკვდავების თუ სწამს, მისთვის ეს სიკეთის მომტანია. ბოროტებით აღვსილი სული ეჭვიანია და შემთხვევითობასაა მინდობილი. მაგრამ გულის სიღრმეში ურწმუნოების და უმეცრების საფარქვეშ, იგი მცირე, ნახევრად ჩაბნელებულ სავანეს სათუთად ინა... იხილეთ სრულად
ქრისტიანული სარწმუნოება ადამიანის სულს ყველაზე მეტად მაშინ განანათლებს, როდესაც მის ნათელს მქადაგებელნი თავიანთი ცხოვრებით წარმოაჩენენ.
მოთმინების მძიმე ღვაწლში რწმენა ერთადერთი ნათელი სხივია, რადგან მოთმინება ნუგეშის გარეშე გაუსაძლისი ხდება. რწმენა კი ამ ბნელეთში სხივმოსილი ვარსკვლავია. იგი ტანჯვის სიმძიმეს ამსუბუქებს.
სარწმუნოებას მეცნიერებისათვის სულის შთაბერვა ძალუძს, ხოლო მეცნიერებას თავისი ძალისხმევით შეუძლია განამტკიცოს სარწმუნოება.
უფლისადმი ჩემი რწმენა არ მიშლის ვეზიარო ჭეშმარიტ მეცნიერებას. პროგრესული მეცნიერება ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან სრულ ჰარმონიაშია. საუკეთესონი არასოდეს დავობენ, მათ ერთმანეთის ესმით და ერთმანეთი უყვართ, მდაბიონი კი მუდამ ერთმანეთს ეკა... იხილეთ სრულად
მთელი არსებით დაიმარხე რწმენა და დაელოდე დროს, როცა რწმენა სიყვარულს აღმოაცენებს. თუ სიყვარული განელდა, ბევრს დაკარგავ, თუ დაკარგავ რწმენას, ყველაფერს კარგავ.
რწმენა ჩვენგან გულის განახლებას და სულის აღორძინებას მუდმივად მოითხოვს. ყოველ საღამოს საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ - ხარ თუ არა დღეს უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი?