აგვიხსენით, როგორ გავიგოთ სახარების სიტყვები: „რამეთუ რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაი, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას“ (მარკ. VIII, 38)
იხილეთ სრულად
გახსოვდეს მუდამ: არ მოერიდო ქრისტეს სახელის აღიარებას პირჯვრის გადაწერით; არ მოიხსნა ჯვარი არც საერთოდ აბანოში და არც ექიმთან; თავი არ შეიკავო სიკეთესა და ბოროტებაზე საუბრისაგან; როდესაც მართლმადიდებელ სარწმუნოებას ფეხქვეშ თელავენ, სამარცხვინოდ არ გაჩუმდე იმის შიშით, რომ ჩამორჩენილს და ფანატიკოსს გიწოდებენ, როგორც წუთისოფლის მკვიდრნი ეძახიან იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, თავის ქრისტიანულ მოვალეობებს პირნათლად მოეკიდონ; სახლში იქონიე წმიდა ხატები
შეცვალა თუ არა იესო ქრისტემ მოსესთვის ღმერთის მიერ მიცემული კანონი? ამ კითხვაზე პასუხი ვნახე ბიბლიაში. „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჰხსნად სჯულისა, გინა წინასწარ-მეტყველთა; არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად“ (მათ.V,17). რატომ დღესასწაულობენ ეკლესიაში კვირა დღეს და არა შაბათს, როგორც ღმეთმა გვამცნო?
იხილეთ სრულად
თუ სახარებას ყურადღებით წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ ძველი აღთქმის ბევრი წესი (მოსეს კანონი) იესო ქრისტეში გამუდმებით უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა. ნახეთ, როგორ ამხილა მან ფარისევლები და მოსეს წეს-ჩვეულებების კანონმცდნოები ამ კანონებისა და წეს-ჩვეულებების მხოლოდ გარეგნული პატივისცემისათვის. მაცხოვარი იქვე განმარტავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს კანონები: " გესმა, რამეთუ ითქვა: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ჰხედვიდეს ...
კიდევ რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა აუცილებლად?
იხილეთ სრულად
ზნეობრივი ჭეშმარიტებების გარდა ქრისტიანისთვის აუცილებელია გავარჯიშდეს რწმენის დოგმატების შეცნობაში. უამისოდ იგი შეიძლება დაიბნეს, ჩავარდეს ერესში, ცრურწმენაში. ამიტომ დოგმატების ცოდნის გარეშე ცხოვრება არანაკლებ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე არაქრისტიანული ან ცრუქრისტიანული ცხოვრება.
რაში გამოიხატება სწორი გზის დასაწყისი და განსაკუთრებით რა უნდა შეინანოს დამწყებმა?
იხილეთ სრულად
სწორი გზა იწყება მოძღვათან ნათქვამი აღსარებით. ამ დროს ადამიანმა განსაკუთრებით უნდა შეინანოს თავის სულიერი უმეცრება - რომ სრულიად არაფერი იცის ქრისტეს საიდუმლოებებზე, არ იცის, რაში ან რა არის რწმენა (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).
ქრისტიანი უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამის ცოდვიან ბუნებას. წმიდა ეფრემ ასური თავის სწავლებაში ამბობს: "ადამის ბუნება:სწავლა არ მინდა, სხვისი სწავლება კი მიხარია;მორჩილება არ მინდა, სხვისი დამორჩილება კი მიყვარს;შრომა არ მინდა, სხვისი დატვირთვა კი მეხალისება;პატივის მიგება არ მინდა, პატივცემული კი მინდა ვიყო;საყვედურებს ვერ ვიტან, დასაყვედურება კი მიყვარს;არ მინდა მამცირებდნენ, სხვის დამცირება კი მიყვარს;ბრძენი ვარ რჩევების მიცემაში, მათს შესრულებაშ...
ნუ გაკადნიერდები და ნუ განმარტავ სახარებას და წმიდა წერილის სხვა წიგნებს. სულიწმიდამ განმარტა იგი წმიდა მამების მეშვეობით... ისეც მომხდარა, რომ ღვთის სიტყვა, მაცხოვრის სიტყვა, მისი კადნიერად განმმარტებლებისათვის ორლესულ მახვილად ქცეულა, რომლითაც მათ საკუთარი თავი სამუდამოდ დასაღუპად განუგმირავთ (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).