ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
ლოცვის სიხშირე ლოცვის ერთგვარ ჩვეულებაში გადადის, რაც მალე მეორე ბუნებად იქცევა და ხშირად გული და გონება უმაღლეს სულიერ მდგომარეობაში აჰყავს.
როცა ლოცვა წინამძღვრობს ჩვენში არსებულ ზნეობრივ ძალებს, მათი სიძლიერე ყველა განსაცდელს აღემატება და ამარცხებს მათ.
იესო ქრისტეს სახელი, რომელსაც ლოცვაში მოვუხმობთ, თავის თავში მოიცავს თვითმყოფად და თვითმამოძრავებელ აღმადგინებელ ძალას. ასე რომ, ნუ შფოთავ შენი ლოცვის არასრულყოფილებისა და გულგრილობის გამო, არამედ მოთმინებით დაელოდე ნაყოფს, რომელს... იხილეთ სრულად
გაფრთხილდი: თუ ლოცვაში ზარმაცი და უყურადღებო ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ უფლის ერთგულებაში, ვერც გულისსიტყვების დამშვიდებას იხილავ და ვერც ცხონებას მოიპოვებ.
ისე ვერაფერი აწესრიგებს ფიქრებს, როგორც ლოცვა
ბაგეებით ილოცე, ძმაო, სანამ ღვთის მადლი არ განგანათლებს, რომ გულით ილოცო. მაშინ სასწაულებრივი გზით შინაგანად იდღესასწაულებ და იზეიმებ. ამიერიდან მხოლოდ ბაგეებით კი არა, უკვე გულში მოქმედი ყურადღებით აღასრულებ ლოცვას.
ლოცვა ჩვენი სულის თვალები და ფრთებია. ის სიმხნევესა და ძალას გვაძლევს, რომ პირისპირ ვიხილოთ ღმერთი.
ლოცვა ერთ-ერთი უმთავრესი და უძლიერესი ძალაა, რომელიც ხელახლა შობს მლოცველს და ხორციელ და სულიერ სიჯანსაღეს მიჰმადლებს მას.
ვლოცულობ, ღვთის შეწევნით, შეიგრძნოთ ლოცვა და როცა მადლი მოვა, მაშინ საქმით შეიცნობთ და გაიგებთ იმას, რაზეც ახლა გესაუბრებით.
მხოლოდ გონიერი ლოცვით აღწევს ადამიანი უვნებობას!