ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისა...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობის ყველაზე საიმედო საყრდენი და ორიენტირი არის მართლმადიდებლური სარწმუნოება. მე ხაზს ვუსვამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რადგან სწორედ არასწორი სარწმუნოება აშორებს ყველაზე ხშირად ადამიანს ჭეშმარიტებისაგან და საბოლოო ჯამში ღუპავს მას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების რელიგიურ აღზრდას, მათში ნამდვილი ქრისტიანული სულის გაღვივებას. მითუმეტეს დღეს, როდესაც ჩვენი გარემო სამყარო საპირისპირო მიმართულებით ვითარდება.
მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ "წმიდა წერილისადმი" მოწიწება და სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი. დავანახოთ ცოდვა და ცოდვითი მიდრეკილებანი, ვასწავლოთ გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი დანა...
იხილეთ სრულად
მოზარდს თავიდანვე უნდა გავუღვივოთ "წმიდა წერილისადმი" მოწიწება და სიყვარული, ეკლესიური ცხოვრების სურვილი. დავანახოთ ცოდვა და ცოდვითი მიდრეკილებანი, ვასწავლოთ გარჩევა სიკეთისა და ბოროტებისა, ვასწავლოთ სინანული, შერიგება, უნარი დანაშაულის აღიარებისა, სიმართლის დაცვისა, ისინი უნდა მივაჩვიოთ სიყვარულით ცხოვრებას, სხვისი ტკივილის გათავისებას, ზრუნვას გაჭირვებულებისა და ავადმყოფებისადმი და საერთოდაც უნდა აღვზარდოთ მათში სურვილი, იცხოვრონ და იღვაწონ ღმე...
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკო...
იხილეთ სრულად
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულებით დღესდღეობით არაფერი კეთდება. ტელევიზიითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიღებული მსწრაფლცვალებადი ყოველდღიური ინფორმაციები და სუსტი შთაბეჭდილებები კი გულმოდგინე შრომი...
როგორც თქვა ერთმა ღვთისმეტყველმა, ცხოვრება სამოთხე არ არის, არამედ სამოთხიდან განდევნილთა ყოფა, - ამიტომაც ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა მწუხარებისა და განსაცდელისათვის