სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები
სიმდიდრე - ციტატები, გამონათქვამები სიმდიდრე, გამონათქვამები, ციტატები
რას აკეთებენ ზღვაოსნები, როდესაც გრიგალი გემს ჩაძირვით ემუქრება? ისინი ტვირთს ზღვაში ისვრიან. აი, რითი განიმარტება რჩევა, რომელიც იესო ქრისტემ მისცა მდიდარ ახალგაზრდას (მათ. 19, 21), რომელსაც სიმდიდრისადმი სიყვარული საუკუნო დაღუპვ... იხილეთ სრულად
კეთილდღეობას და სიმდიდრეს, როგორც ბედნიერების შემადგენელ ნაწილს, გასაკიცხი არაფერი აქვს. მათ, როგორც სიკეთის გამოვლინებათ, საწყისი მიზეზი ღმერთში აქვს. უფალი არ კიცხავს მათ მიმღებთ მოპოვებულის გამო და არც შურის აღძვრას უწონებს ასე... იხილეთ სრულად
მხოლოდ ის სიმდიდრე არის მკვიდრი და მაგარი, რომელიც კაცმა მიიღო ერთითა პატიოსნითა შრომითა.
აჰა, რას ეტყვის უფალი სახარებაში მდიდართა, რომელნი ცუდად ხმარობენ თვისსა სიმდიდრესა: „უკეთუ სიცრუისა ამის მამონისა სარწმუნო ექმნენით, ჭეშმარიტი იგი ვინ მოგანდოს თქვენ“. ამ სიტყვების აზრი ეს არის: მამონას საღმრთო წერილი უწოდებს სიმ... იხილეთ სრულად
„უკეთუ სიცრუისა ამას მამონასა არა სარწმუნო ექმენით, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს თქვენ?“ მამონა საღმრთო წერილში ნიშნავს სიმდიდრესა. სიცრუის მამონა არის ყოველი აქაური ქვეყნიური სიმდიდრე და დიდება. ცრუ, ანუ სიცრუის არის სიმდიდრე მისთ... იხილეთ სრულად
ვინც სიმდიდრეს და დიდკაცობას ითხოვს ღვთისაგან, იგი უთუოდ ამპარტავანი არის; თუ ღმერთმან ინება და იცის წინადვე, რომ სიმდიდრეს და დიდკაცობას შენ კეთილად მოიხმარ, თვითონ მოგცემს; გარნა შენ კი მით უნდა იყო კმაყოფილი, რაიცა გაქვს.
ნუ იფიქრებ, რომ მდიდარი წარწყმდა მხოლოდ მისთვის, რომ სიმდიდრე ჰქონდა, ანუ ღარიბი სცხონდა მარტო სიღარიბით. სიმდიდრე თავის თავად ვერც აცხოვნებს, ვერც წარწყმედს კაცსა, არამედ მოხმარება სიმდიდრისა, მზგავსადვე სიღარიბეც. სულის ცხოვნება... იხილეთ სრულად
იქმნება ღმერთმან შეგაგონა შენ სხვითა სახითა, იქმნება მან მოგცა შენ პატივი შორის მოყვასთა შენთა, იქმნება შეგამკო შენ ჭკუითა, განათლებითა; მოგანიჭა სიმდიდრე და წარმატება; კაცი კეთილგონიერი და მორწმუნე ყოველთა ამათ ნიჭთა მიიღებს ვითა... იხილეთ სრულად
111. მდაბალცნობიერება ესაა არა სინდისის გმობა, არამედ შეცნობა ღვთის მადლისა და თანალმობისა
108. როდესაც მოისმენ უფლის ნათქვამს, რომ თუ ვინმე არ განუდგება მთელ თავის ქონებას, არ არის იგი მისი ღირსი (ლკ. 14.33), არა მხოლოდ ფულის შესახებ გაიაზრო ეს სიტყვები, არამედ აგრეთვე ბოროტების ყველა ნამოქმედარის შესახებ.