პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშ...
იხილეთ სრულად
პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშრეტი წყარო უფალი ბრძანდება, ამიტომაც წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი: "ღმერთი სიყუარული არს" (1 იოანე 4,8).
ზოგჯერ პიროვნება გრძნობს თავის არასწორ მოქმედებას და მისგან გამომდინარე ცოდვას, მაგრამ ძალა არ შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს თავის სულში ფეხმოკიდებულ ბოროტებას.
ადამიანი, როგორც წესი, კეთილი ან ბოროტი ძალის გავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ამავე დროს, თვითონ არის თანამონაწილე და მიზეზი ამა თუ იმ ენერგიის გავლენისა.
ადამიანი, და საერთოდ, ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც, ვალდებულნი ვართ, სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.
შეეწიე გაჭირვებულს, თუ გსურს, ღმერთი შენც შეგეწიოს, მიანიჭე მოყვასს დროებითი სიხარული, თუ გსურს მარადიული ნეტარების ღირსი გახდე, გაუნაწილე ქვეყნიური სიკეთე სხვებს, თუ გინდა რომ ზეციურ მადლს ეზიარო.
ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული.
სათნოებათა შორის ყველაზე ადვილად განსახორციელებელი მოწყალების გაცემაა. დღეს, როდესაც ძალიან ბევრს უჭირს, მრავალი შესაძლებლობაა სიკეთის ქმნისა. მწყურვალისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც უფლის წინაშე დიდად შერაცხილია.