სულიერი მდელო - ციტატები, ამონარიდები
განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისათვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა: მაგრამ სიკეთისმქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ.
უფალი თავის თავს გიცხადებს არა გონებამახვილობის, არამედ - გულის სიწმიდის მიხედვით: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5, 8) - ბრძანა ღმერთკაცმა
იმისათვის, რომ ვჭვრეტდეთ ღვთის განგების გზებს, თავად უნდა ვიყოთ ახლოს განგებულებასთან
ისევე, როგორც მზის დანახვა შეუძლებელია თვით მზის გარეშე, ასევე შეუძლებელია უფლის ჭვრეტა თავად უფლის გარეშე
არაფერია იმ გონებაზე ღატაკი, რომელიც უფლის გარეშე მის შესახებ "ბრძნადმეტყველებს"
ძალიან სახიფათოა, ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა.
იმისათვის, რომ ღვთის უმაღლესი შეცნობა მოიპოვოს, ადამიანი უეჭველად უნდა ვიდოდეს მისი გამოცხადების ნათელში, რათა, თავისი წარმოსახვის მიხედვით არ შეადგინოს უმაღლეს არსზე თავისებური წარმოდგენა, რომელიც უფლის დიდებასა და სიწმიდეს არ შე... იხილეთ სრულად