დააკვირდით მზესუმზირას: რა იზიდავს მას მზისკენ იმგვარად, რომ ყოველთვის იმ მიმართულებით იხრება, საითაც მზეა? - მზეშია მცენარის სიცოცხლე. როდესაც მზესუმზირა მზეს არ უცქერს, ეს იმის ნიშანია, რომ მისი ფესვები ჭიებმა გამოხრეს და მცენარე ჭკნება. შეხედეთ აალებულ ცეცხლს. რატომაა, რომ იგი ყოველთვის ზევით მიისწრაფის? ეს იმიტომ ხდება, რომ მისი სტიქია მიწაზე მაღლაა. როცა ალი ზეცისკენ არ მიისწრაფის, ეს ნიშანია იმისა, რომ ცეცხლს კვება აკლია და იგი ქრება. ასევე...
რას ნიშნავს, რომ არანაირი მიწიერი ნივთი, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც ტალანტი, არც ცოდნა ჩვენს გულს არ აკმაყოფილებს? რას ნიშნავს, რომ ჩვენ მიწიერი ბედნიერებით მოცულნი მოწყენილნი ვართ და სულის სიცარიელეს ვგრძნობთ? - ეს გულის გამომჟღავნებული ძახილია, რომელიც გვეუბნება: ადამიანო, ნუ ეძებ კმაყოფილებას დედამიწაზე, - ამ ამაო და ხრწნად არსებობაში, შენი ნეტარება მხოლოდ ღმერთთანაა! მისკენ მიმართე ყველა შენი სურვილი, მასში ეძიე მუდმივი ნეტარება და სიმშვიდ...
ზოგიერთები რატომ მოიწყენენ? ეს იმიტომ, რომ ვერ მიაგნეს საგანს, რომელიც ყოველმხრივ მოიცავდა და სრულებით განაძღობდა მათ. ასეთი საგანი მხოლოდ ღმერთია: ღმერთი და მისი სიმართლის გზები. დაუთმეთ მას თქვენი შრომა, დრო და ყურადღება და თქვენ არ მოიწყენთ: პირიქით, იქნებით - როგორც სამოთხეში, იმიტომ, რომ ვერაფერი შეედრება ღვთივაზრივნების და დიდებისმეტყველების სიხარულს. წმიდა მამებმა, რომლებმაც განიცადეს ეს, მთელ დროს მას უძღვნიდნენ: სწორედ ამავე საფუძველზე წ...