მოგონებები მამა გაბრიელზე - ციტატები, გამონათქვამები

მოგონებები მამა გაბრიელზე - ციტატები, გამონათქვამები მოგონებები მამა გაბრიელზე, წიგნი, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები


არ ინერვიულოთ, შვილი მალე გეყოლებათო

ჩვენს ნაცნობ წყვილს - დ. დ.-ს და თ. კ.-ს ორი წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდათ, რის გამოც სხვადასხვა სახის მკურნალობას მიმართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. შემდეგ ერთ-ერთს სიზმრად მამა გაბრიელი ეჩვენა. მან ისინი ხელით თავისკენ მიიხმო და უთხრა: არ ინერვიულოთ, შვილი მალე გეყოლებათო. ამ სიზმრიდან დაახლოებით ორ თვეში ორსულობაც დადგა. ჩვენს ნაცნობ წყვილს - დ. .-ს და თ. კ.- ორი


ჰო, მეც მთელი დღე ბალონებს ვეძებდი

იყო ასეთი შემთხვევაც: მცხეთაში ორი მანქანით წავედით. ოთარ ნიკოლაიშვილი (მამა გაბრიელის უახლოესი სულიერი შვილი) და ჩემი და - ე. ცაიშვილი ცალკე წამოვიდნენ. გზაში ოთარი გაზის ბალონებს ეძებდა და ცოტა შეაგვიანდათ. როცა მოვიდნენ, მამა გაბრიელმა ჰკითხა: ოთარ, მამიტანე პრაფესორი? (ასე ეძახდა ღვინოს). ოთარმა მოუბოდიშა: მამაო, რაღაც საქმეები მქონდა და ვერ შევძელიო. მამა გაბრიელმა მიუგო: ჰო, მეც მთელი დღე ბალონებს ვეძებდიო. მერე გაეღიმა და გადააკეთა: არა, არა... ბანკებს ვეძებდიო. ასე გაგვაგებინა, რომ ჩვენი "საქმეები" მისთვის ყოველთვის ცხადი იყო. იყო ასეთი შემთხვევაც: მცხეთაში ორი მანქანით


აბა, ახლა დაქოქე!

მაგონდება ერთი სასწაული, რომელიც ცოტა მოგვიანებით, თბილისში ყოფნის დროს მოახდინა მამა გაბრიელმა. ერთხელ, მასთან ერთად, ერთ-ერთი მორწმუნის სახლიდან ქაშვეთის ტაძრისაკენ მივდიოდით. მამა გაბრიელი გზად უცხო გამვლელებს აჩერებდა და თავიანთი ცხოვრების შესახებ ესაუბრებოდა. ზოგი გაკვირვებული, ზოგი კი თვალცრემლიანი და მუხლმოდრეკილი ისმენდა მის საუბარს. იგი ხან მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ხან კი განვლილი განსაცდელის გამო ანუგეშებდა მათ. როდესაც მთავრობის სახლთან ჩავიარეთ, მამა გაბრიელმა ხმამაღლა დაუწყო მხილება არსებულ ხელისუფლებას და, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო და მაშინდელი ხელისუფლება სასტიკ რეპრესიებს აწარმოებდა, რის გამოც ქუჩები სავსე იყო პოლიციელებით, მაინც არ მოერიდა მათ (ამის შემდეგ ქალაქში ჭორიც გავრცელდა, მღვდლებმა მთავრობის სახლის წინ მიტინგი მოაწყვესო).
ქაშვეთის ტაძრის მოლოცვის შემდეგ, მამა გაბრიელის სურვილით, საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლომდებარე ყოვლადწმინდა სამების პატარა ეკლესიისკენ გავემართეთ (ქაშვეთის ეკლესიასთან სწორედ ამ დღეს გადაღებული ფოტოა განთავსებული ბროშურის დასაწყისში, რომელზეც, საბედნიეროდ, მეც ვარ აღბეჭდილი, 15 წლის ასაკში, მამა გაბრიელის უკან, მარჯვნივ). ამ დროს მამა გაბრიელმა ერთი სასწაული მოახდინა: მან გზაზე მიმავალ მოტოციკლეტის მძღოლს ანიშნა, გაჩერებულიყო, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა. ბოლოს, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებული გახდა, გაეჩერებინა. მე ამ დროს მამა გაბრიელთან ახლოს ვიდექი და კარგად გავიგონე მის მიერ წარმოთქმული სიტყვები: "აბა, ახლა დაქოქე!". მიუხედავად იმისა, რომ გზა მალე გათავისუფლდა, მძღოლი ვეღარ ახერხებდა მოტოციკლეტის ადგილიდან დაძვრას. ჩვენ ნელი ნაბიჯით მივდიოდით და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გვესმოდა, თუ როგორ წვალობდა მძღოლი, რომ ძრავა ჩაერთო. ყველასათვის აშკარა იყო ამის მიზეზი და მამა გაბრიელს დაუწყეს ხვეწნა, დახმარებოდა მას. ბერი მაშინვე შემობრუნდა, რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა (რომლის გაგებაც, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე) და მოტოციკლეტისტს ჯვარი გადასახა. მოტოციკლეტი მაშინვე დაიძრა ადგილიდან და ჩვენც განვაგრძეთ გზა. მაგონდება ერთი სასწაული, რომელიც ცოტა


რამდენ ხალხს გაუვლია ამ სახლში!

ტაძრის მოლოცვის შემდეგ მამა გაბრიელს ვთხოვე, ჩემთან წამობრძანებულიყო სტუმრად. მისგან მაშინვე თანხმობა მივიღე და ორ მორწმუნესთან ერთად სახლისკენ გავემართეთ. სახლში შემოსვლისთანავე მამა გაბრიელმა წარმოთქვა: რამდენ ხალხს გაუვლია ამ სახლში! მართლაც, სტუმრიანობის გამო, ჩვენთვის ახლობლებს ხშირად უკითხავთ ხოლმე ხუმრობით, თქვენს კარებს სასტუმრო რატომ არ აწერიაო. ტაძრის მოლოცვის შემდეგ მამა გაბრიელს ვთხოვე


ნეტავ მეტი აღარაფერი მითხრასო

ჩვენთან ყოფნის დროს, მამა გაბრიელმა მრავალი გააოცა თავისი წინასწარმეტყველებითა და აზრის შეცნობის ნიჭით. მაგალითისთვის რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ: მას ჩვენი მეზობელი გოგონა ქ. ა. გავაცანით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გოგონას ჩვენზე უკეთ იცნობდა მამა გაბრიელი. ბერმა მას პირჯვარი გამოსახა და დაუწყო საუბარი მის განვლილ ცხოვრებაზე, შემდეგ მომავალიც უწინასწარმეტყველა. ამგვარი საუბარი ჩემი მეზობლისთვის უცხო იყო და შეშინებულს გულში გაუფიქრია, ნეტავ მეტი აღარაფერი მითხრასო. მამა გაბრიელიც მყისიერად შეჩერდა და მიუგო: კარგი, მეტს აღარაფერს გეტყვი! ჩვენთან ყოფნის დროს, მამა გაბრიელმა მრავალი


მამა გაბრიელის მიერ მხილებული სიცრუე

ერთ-ერთმა მორწმუნემ ო. ნ.-მ სთხოვა მამა გაბრიელს, ცოტა ხნით რაღაც საქმეზე გაეშვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან შეაგვიანდა და, თავის გამართლების მიზნით, ტყუილის თქმა მოუწია. ჩვენ არ მოგვისმენია მისი და მამა გაბრიელის საუბარი, მაგრამ, როგორც თვითონ გვიამბო, მისი სიცრუის პასუხად მამა გაბრიელს ყველა ადგილი და შენობა ჩამოუთვლია, სადაც ის იყო. ერთ-ერთმა მორწმუნემ ო. ნ.-მ სთხოვა მამა


ლაშა, მე შენ სიყვარულს გიტოვებ!

ჩვენთან სტუმრობის დროს დედაჩემს - მ. წულაიას უთხრა, მოსე წინასწარმეტყველი გამომეცხადაო და როდესაც ჩავეძიეთ, თუ რას ეხებოდა გამოცხადება, აღარაფერი გვითხრა. მეორე დღეს, როდესაც გაბრიელ ბერმა წასვლა დააპირა, გამომშვიდობებისას დედაჩემს ასეთი რამ უთხრა: ახლა მივდივარ და თან თქვენი სიყვარული მიმაქვსო. მე ამ დროს მამა გაბრიელის ზურგს უკან ვიდექი. იგი ვერ მხედავდა. მე გულში გავიფიქრე: მამა გაბრიელ, შენ რომ მიდიხარ, ეგ არ გვეყოფა?! სიყვარული მაინც დაგვიტოვე-მეთქი. მან მაშინვე შეწყვიტა საუბარი, შემობრუნდა და გაღიმებულმა თბილი და ალერსიანი ხმით მითხრა: "ლაშა, მე შენ სიყვარულს გიტოვებ!". ჩვენთან სტუმრობის დროს დედაჩემს - მ. წულაიას

მამა გაბრიელი ოთხი დღე იმყოფებოდა თბილისში, სხვადასხვა მორწმუნეების ოჯახში. ამ ხნის განმავლობაში საკვები თითქმის არ მიუღია. მხოლოდ ერთ ლუკმას თუ იხმევდა, რომ ნაწყენი არ დავრჩენილიყავით. დედაჩემმა ერთხელ გულდაწყვეტით ჰკითხა, რატომ არ ჭამთ არაფერს, იქნებ ცოტა მაინც მიირთვათო. მამა გაბრიელმა უპასუხა, მე თქვენს სიყვარულს მივირთმევო. ბერს, ზოგადად, წესად ჰქონდა, რომ უარი არაფერზე ეთქვა. თითქოს ყველაფერი უნდოდა - გადაიღებდა რომელიმე კერძს და მერე პირს არ აკარებდა. თან, სუფრასთან ჯდომის დროს, საჭმელს რამდენიმეჯერ გაგაცხელებინებდა, თუმცა, მაინც არ ჭამდა. ამით მორჩილებას გასწავლიდა, ღვაწლს იწირავდა და ილოცებოდა: ღმერთმა გიკურთხოთ მარჯვენა! მამა გაბრიელი ოთხი დღე იმყოფებოდა თბილისში


რატომ გინდა, რომ ღმერთმა განსაცდელი აგარიდოთ?

ჩვენთან ყოფნის დროს გაბრიელ ბერს ერთი განსაცდელის შესახებ ვესაუბრე, რომლითაც მრავალი წლის განმავლობაში შეწუხებული და დამძიმებული ვიყავით მთელი ოჯახი და ვთხოვე, ელოცა ღვთის წინაშე, რათა უფალს გავეთავისუფლებინეთ მისგან. მან კი, ჩემი თხოვნის პასუხად, გაოცებულმა მკითხა: რატომ გინდა, რომ ღმერთმა განსაცდელი აგარიდოთ? თუმცა, როგორც ჩანს, მან მაინც ილოცა ჩვენთვის ღვთის წინაშე და ეს განსაცდელი მთლიანად არა, მაგრამ გარკვეული პერიოდით მაინც აგვცილდა, რაც დიდი შვება იყო ყოველი ჩვენგანისთვის ჩვენთან ყოფნის დროს გაბრიელ ბერს ერთი

მამა გაბრიელთან, მცხეთაში, ერთი ჩემი მეგობარი ნ. ს. დამყავდა ხოლმე, რომელიც ხშირად განიკითხავდა მას და ამბობდა, როგორ შეიძლება ბერმა ამდენი სასმელი დალიოს, ეს ხომ ლოთობაა და მეტი არაფერიო. ერთხელ, როდესაც მასთან ერთად მამა გაბრიელთან მივდიოდი, იგივე თემაზე მოგვიხდა შეკამათება და თითქმის მთელი გზა ვდაობდით. როცა ჩავედით სამთავროს მონასტერში, მამა გაბრიელმა ჩემი მეგობარი მაშინვე თავისთან იხმო და იქვე მდგარი ღვინის ბოთლის მიტანა დაავალა. შემდეგ მიუბრუნდა და მამაშვილური სიყვარულით უთხრა სახარებისეული სიტყვები: იცოდე, რაც პირში შედის, ის კი არ ბილწავს ადამიანს, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. მამა გაბრიელთან, მცხეთაში, ერთი ჩემი მეგობარი

მოგონებები მამა გაბრიელზე, წიგნი, ციტატები

2