მოგონებები მამა გაბრიელზე - ციტატები, გამონათქვამები
მოგონებები მამა გაბრიელზე - ციტატები, გამონათქვამები მოგონებები მამა გაბრიელზე, წიგნი, ციტატები
ნეტავი არ დაავიწყდეს წიგნის მოცემა
ბერი ხანდახან ანტიქრისტეზე გვესაუბრებოდა და გვეუბნებოდა: მისი მოსვლის დრო ისე ახლოს არის, რომ იგი უკვე კარზე აკაკუნებსო. როდესაც უფრო დაწვრილებით დავეკითხე, მაინც როდის იქნება მისი მოსვლა მეთქი, პასუხის გაცემაზე უარი მითხრა - რომ გითხრა, შეგეშინდებაო. საუბრის დასაწყისში დამპირდა, რომ ანტიქრისტეზე წიგნს მაჩუქებდა. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მამა გაბრიელისგან სახსოვრად რაიმე მქონოდა და, როგორც კი გულში გავიფიქრე, ნეტავი არ დაავიწყდეს წიგნის მოცემა-მეთქი, მან მაშინვე შემაწყვეტინა საუბარი, წამოდგა და მითხრა: ეხლა წიგნი უნდა მოგიძებნო, მერე რომ არ დამავიწყდესო.
თემა: ანტიქრისტე, სასწაულებიავტორი: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო: მოგონებები მამა გაბრიელზე
ბოლო ორი სიტყვა ხმამაღლა და გამოკვეთილად წარმოთქვა
ერთხელ, ჩემს სემინარიელ მეგობრებთან ერთად, მამა გაბრიელთან, კელიაში ვიყავით. ის კვლავ ანტიქრისტეს პერიოდზე გვესაუბრებოდა და გვარიგებდა. ჩვენ ჩავეკითხეთ, თუ როგორ შეძლებდა ხალხი ასეთ რთულ პერიოდში ცხოვრებას. მან გვიპასუხა: ბოლოჟამს მორწმუნეები ტყეებში იცხოვრებთ. მე ვერ მოვესწრები იმ დროს. თქვენ ერთად უნდა იყოთ და არაფრის გეშინოდეთ. თქვენ სემინარიის სტუდენტები ხართ და რამ შეგაშინათ?! სად არის თქვენი რწმენა? ღმერთმა ებრაელი ერი ორმოცი წელი ატარა უდაბნოში, სადაც შიმშილით და წყურვილით არავინ წარწყმედილა. ღმერთს თქვენთვის უკვე ადგილებიც კი გამზადებული აქვს ტყეებში. განა, ღმერთი დაღუპავს იმას, ვინც მისთვის თავს სდებს?! შემდეგ გამოსაცდელად გვკითხა: აი, ანტიქრისტე მოდის და ვინ გაუძლებს? კელიაში სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ერთ-ერთმა ჩვენგანმა უთხრა, ღვთის შეწევნით გავუძლებთო. გაუხარდა: ხედავთ, რა კარგად სთქვა, ღვთის შეწევნითო?! (ეს ბოლო ორი სიტყვა ხმამაღლა და გამოკვეთილად წარმოთქვა).
თემა: ანტიქრისტე, ღვთის იმედიავტორი: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო: მოგონებები მამა გაბრიელზე