წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, ამონარიდები
სულით ნუ დავეცემით, როცა რაიმე უბედურება დაგვატყდება, რაც არ უნდა იყოს ის, ეს - მსწრაფლწარმავალი ღრუბელია. რა მწუხარებაც არ უნდა დაასახელო, მას მაინც თავისი დასასრული აქვს და უბედურებასაც საზღვარი აქვს.
თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება.
როგორც მაგარ ხეებს ძირ-ფესვიანად ვერ ამოთხრის ქარის შემოტევა, თუნდაც მრავალი მხრიდან უტევდეს მას, პირიქით, ამით ხეს უფრო მყარსა და მტკიცესაც კი ხდის. ასევე სულს, რომელიც წმიდად და კეთილზნეობრივად ცხოვრობს, განსაცდელები და მწუხარებ... იხილეთ სრულად
განსაცდელი ბოროტება არ არის, არამედ სიკეთე. იგი კარგს უკეთესებად აქცევს. ესაა ქურა - ოქროს განსაწმედელი, ესაა წისქვილი - ხორბლის დასაფქველი, ესაა ცეცხლი, რომელიც ეკალ-ბარდებს შემუსრავს, რათა მიწამ შეძლოს, რომ მიიღოს თესლი კეთილი.
მნიშვნელოვანია სხეულის ჯანმრთელობა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობა და იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც სული სხეულს აღემატება.
სახე, ხატი არ უნდა იყოს სრულიად განსხვავებული ჭეშმარიტებისაგან, - სხვაგვარად ეს არც იქნებოდა ხატი, მაგრამ არც სრულიად თანაფარდი უნდა იყოს მისი, რადგან მაშინ ეს თვით ჭეშმარიტება იქნებოდა და არა მისი ხატი. ასე რომ, ხატი თავის საზღვრ... იხილეთ სრულად
ჩვენ ყველას გვჭირდება წყალობა, მაგრამ ყველანი არ ვიმსახურებთ მას, ვინაიდან ის, თუმცა წყალობაა, მაინც ღირსეულს ეძიებს, როგორც თავად ბრძანა უფალმა: „შევიწყალებ ვინც შესაწყალებელია და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია“ (გამოსვ. 33, 19).
წმიდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისათვის და ცხოვნებისათვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვეტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველ... იხილეთ სრულად