წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

45. ყოვლადკმაყოფილმა ღმერთმა ქმნილებანი არმყოფობიდან ყოფად მოიყვანა არა იმიტომ, რომ რატომღაც ეს მისთვის საჭირო იყო, არამედ იმისთვის, რომ ისინი, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ღვთიური ნეტარების თანაზიარნი ყოფილიყვნენ და გაეხარათ. თავად ღმერთი ხარობდა თავის საქმეთა გამო, რადგან მათ მხიარულებსა და სიხარულით აღუვსებელთ []ხედავდა. ყოვლადკმაყოფილმა ღმერთმა ქმნილებანი

44. სათნოებანი შემეცნებისათვის შეიქმნა, შემეცნება კი - შემმეცნებლისათვის, ხოლო შემმეცნებელი იდუმალი შესამეცნებელისა და შემეცნებაზე მაღლა აღმყვანისათვის. სათნოებანი შემეცნებისათვის შეიქმნა, შემეცნება

43. სათნოებანი გონებას ვნებათაგან განაშორებს, სულიერი ჭვრეტა კი -უმნიშვნელო აზრებისაგან, ხოლო წმიდა ლოცვა მას თავად ღმერთთან მიიყვანს. სათნოებანი გონებას ვნებათაგან განაშორებს

42. ვნებიანი ფიქრი რთულია, რადგან ვნებისა და ფიქრისაგან შედგება. ჩამოვაშოროთ ფიქრს ვნება და დარჩება უმწიკვლო ფიქრი. თუ ეს გსურს, მაშინ სულიერი სიყვარულისა და თავშეკავების მეშვეობით ჩამოაშორე. ვნებიანი ფიქრი რთულია, რადგან ვნებისა და

41. საგანი სხვაა, ფიქრი - სხვა და ვნება - სხვა. მაგალითად, საგანია მამაკაცი, დედაკაცი და სხვა, ფიქრი - მათი უბიწოდ წარმოსახვა, ვნება - მათი ან უგონო სიყვარული, ან განუსჯელი სიძულვილი. ამგვარ ვნებებს ებრძვის მონაზონი. საგანი სხვაა, ფიქრი - სხვა და ვნება - .

40. დემონების წინააღმდეგ მონაზვნის ბრძოლას წარმოადგენს ის, რომ ვნებები ფიქრებისაგან განაცალკეოს, რამეთუ, ამის გარეშე, იგი ვერ შეძლებს საგნებისადმი უბიწოდ ცქერას. დემონების წინააღმდეგ მონაზვნის ბრძოლას

39. ღვთისმოყვარულის გონება არა საგნებისა და მათზე ფიქრის, არამედ იმ ვნების წინააღმდეგ იბრძვის, რომელიც ფიქრებს ახლავს, ე.ი. ის ეწინააღმდეგება არა დედაკაცს, ან მაწუხებელს და მათ წარმოსახვას, არამედ ვნებებს, რომლებიც ამ წარმოსახვებს ახლავს. ღვთისმოყვარულის გონება არა საგნებისა და მათზე

38. სიყვარული და თავშეკავება გონებას უბიწოდ იცავს საგნებთან ურთიერთობაშიც და მათზე ფიქრის დროსაც. სიყვარული და თავშეკავება გონებას უბიწოდ იცავს

37. მნიშვნელოვანია საგნებისადმი ვნების უქონლობა, მაგრამ გაცილებით უკეთესია, როცა უბიწო ხარ მათზე ფიქრის ჟამს. მნიშვნელოვანია საგნებისადმი ვნების უქონლობა

36. მდუმარება მას უყვარს, ვინც მიწიერს არ ელტვის; ყველა ადამიანი მას უყვარს, ვისაც რაიმე ადამიანური არ უყვარს; და ღვთისა და ღვთიურის ცოდნა მას გააჩნია, ვინც ვერ ცდუნდება ვერც სხვისი დაცემით და ვერც სხვისით აღძრული ეჭვის გულისთქმის მეშვეობით. მდუმარება მას უყვარს, ვინც მიწიერს არ ელტვის;

წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები

1