
უშედეგოა ადამიანური დიდება, თუკი მას შინაგანად მკაცრი სინდისი ამხელს! რა ერგება ციებ-ცხელების სენით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც სპილოს ძვლისგან გაკეთებულ სარეცელზე განისვენებს მაშინ, როცა შინაგანი ცხელება არ ქრება?
უშედეგოა ადამიანური დიდება, თუკი მას შინაგანად მკაცრი სინდისი ამხელს! რა ერგება ციებ-ცხელების სენით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც სპილოს ძვლისგან გაკეთებულ სარეცელზე განისვენებს მაშინ, როცა შინაგანი ცხელება არ ქრება?
ნუ გაგიკვირდება, თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე დიდ წარმატებებს მიაღწია; არამედ გაგიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა.
თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანაა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ადამიანურ დიდებას იღებს, შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი ... იხილეთ სრულად
როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ... იხილეთ სრულად
ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე შეენარჩუნებინა, განდიდებულიყო ღმრთის ძალით, ღვთაებრივი სიბრძნით გაბრწყინებულიყო, განმხიარულებულიყო მარადიული ცხოვრების სიკეთეებით! მაგრამ მან ... იხილეთ სრულად
ისეც ხდება, რომ ზოგიერთი დიდებისათვის იმდაბლებს თავს
როდესაც სიმდიდრეს, დიდებას ან საერო ხელისუფლებას ხედავ, იფიქრე იმაზე, რაც მათში ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
ყველაზე ადვილია, საკუთარი თავი მოატყუო და ამაო დიდებით აღტაცებულმა დიდ ვინმედ მიიჩნიო იგი, სინამდვილეში კი - არაფერს წარმოადგენდე.
ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.
მართალი ადამიანი არ მედიდურობს, თუ ადამიანები განადიდებენ