არ არსებობს სახელი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს უფალს: ასევე შეუძლებელია, სრულყოფილად ჩავწვდეთ მას
დასაბამად როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად – კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო... და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭირო ჩვენთვის, ცოდვას ...
იხილეთ სრულად
დასაბამად როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად – კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო... და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭირო ჩვენთვის, ცოდვას დაქვემდებარებულ ადამიანთათვის!...
link
როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც – ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს.
მოვიდა კეთილდღეობა – მადლობდე უფალს, და კეთილდღეობა მყარი იქნება. მოვიდა უბედურება – მადლობდე უფალს და იგი დასრულდება.
შენ თვითონ არ გესმის საკუთარი ლოცვა, მაშ, როგორ გინდა, რომ უფალმა შეისმინოს ის.
საჭიროა ნათლად გესმოდეს, რომ თუნდაც მღვდლები იმსახურებდნენ განკითხვას, შენ მაინც არა გაქვს ნება განიკითხო მათი ცხოვრება. აი რას ამბობს ქრისტე იუდეველი უფროსების შესახებ: "და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველ...
იხილეთ სრულად
საჭიროა ნათლად გესმოდეს, რომ თუნდაც მღვდლები იმსახურებდნენ განკითხვას, შენ მაინც არა გაქვს ნება განიკითხო მათი ცხოვრება. აი რას ამბობს ქრისტე იუდეველი უფროსების შესახებ: "და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქვენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვან და არა ყვიან" (მათე 23, 2-3). როგორც ხედავ მან არ დაამცირა და არ უარყო მათი სწავლებანიც კი ვისი გარყვნილი ცხოვრება მართ...
link
ნუთუ ჩვენ ენა მოგვიტრიალდება მღვდლების წინააღმდეგ? ჩვენ, რომლებსაც ძმების განკითხვის ნებაც კი არა გვაქვს. როცა უკეთურად ვახსენებთ მღვდლებს, ამით მათ ვერაფერს ვავნებთ, არა მარტო მაშინ, როცა ვცრუობთ, არამედ მაშინაც, როცა სიმარ...
იხილეთ სრულად
ნუთუ ჩვენ ენა მოგვიტრიალდება მღვდლების წინააღმდეგ? ჩვენ, რომლებსაც ძმების განკითხვის ნებაც კი არა გვაქვს. როცა უკეთურად ვახსენებთ მღვდლებს, ამით მათ ვერაფერს ვავნებთ, არა მარტო მაშინ, როცა ვცრუობთ, არამედ მაშინაც, როცა სიმართლეს ვამბობთ - ასევე ფარისეველმა ვერაფერი ავნო მეზვერეს, არამედ სარგებელი მოუტანა მას, თუმცა სიმართლეს ამბობდა მასზე - ჩვენ საკუთარ თავს ვაგდებთ უკიდურეს განსაცდელში - ასევე ფარისეველმა მახვილი ჩაირტყა და სასიკვდილო ჭრილობა მი...
link
ჭეშმარიტად არაფერია ისეთი, რასაც ძალუძს ეკლესიის რღვევა და ნგრევა ისე ადვილად, როგორც ეს შესაძლებელია თუ მრევლი და მოძღვარი, შვილი და მამა, ქვეშევრდომი და უფროსი მჭიდრო ერთობაში არ იმყოფება. ის, ვინც ავად იხსენებს ძმას, შორდება ღვ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად არაფერია ისეთი, რასაც ძალუძს ეკლესიის რღვევა და ნგრევა ისე ადვილად, როგორც ეს შესაძლებელია თუ მრევლი და მოძღვარი, შვილი და მამა, ქვეშევრდომი და უფროსი მჭიდრო ერთობაში არ იმყოფება. ის, ვინც ავად იხსენებს ძმას, შორდება ღვთის წერილს: "რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და ადიდებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა" - ამბობს ღმერთი და შემდგომ ასახელებს რა მიზეზს, დასძენს: "შჯი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი" (ფს. 49,16, 20). შენ კი...
link
აწ ვევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა შემრაცხნეს სახიერთა მათ მონათა თვისთა თანა, რომელნი განსწავლა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაითა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაი მისი და სათნოებ...
იხილეთ სრულად
აწ ვევედრენით უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაითა შემრაცხნეს სახიერთა მათ მონათა თვისთა თანა, რომელნი განსწავლა განსაცდელითა საწუთროსა ამას, და სუფევასა მას საუკუნესა ღირს ყვნა, და რაითა მოგუმადლოს ჩუენ საქმედ ნებაი მისი და სათნოებაი და ხელმწიფებაი და სუფევაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ
link
არა არს ზაკუვაი ღმრთისა თანა და არცა ვის ტანჯვით კუალად სატანჯველად მისცვალებს, რომელნი ჰმადლობენ მას, არამედ მცირედითა ამით უძლურებითა, რომლითა აქა ვიტანჯნეთ, შეგვინდობს და მოგვისპობს ჩუენ სატანჯველთა მათ საუკუნეთა, ხოლო რომელნი ...
იხილეთ სრულად
არა არს ზაკუვაი ღმრთისა თანა და არცა ვის ტანჯვით კუალად სატანჯველად მისცვალებს, რომელნი ჰმადლობენ მას, არამედ მცირედითა ამით უძლურებითა, რომლითა აქა ვიტანჯნეთ, შეგვინდობს და მოგვისპობს ჩუენ სატანჯველთა მათ საუკუნეთა, ხოლო რომელნი მოკუდენ და არა შეემთხვიოს განსაცდელი აქა, მათთვის იტყვის წიგნი: ბოროტ არს სიკუდილი ცოდვილთაი (ფსალმ. 33, 22). არა არს ვითარცა სიკუდილი უძლურთაი, ვითარცა თქუა ღმერთმან ლაზარესთვის გლახაკისა და მდიდრისა მისთვის, ვითარმედ: ...
link