ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
მლოცველი ყოველმხრივ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ლოცვა იპოვოს, მაგრამ დარწმუნებული არ უნდა იყოს, რომ ამგვარი ძალისხმევა უსათუოდ აპოვნინებს მას. უნდა სწამდეს, რომ თუ ღმერთი ინებებს, მიჰმადლებს ლოცვას, სხვაგვარად კი ადამიანი ვერაფერ... იხილეთ სრულად
ღვთის მეუფება და განგებულება განსაზღვრავს, მიანიჭოს თუ არა ადამიანს ლოცვის განცდა, თუნდაც ის მის მოპოვებას არც კი ცდილობდეს.
როცა ადამიანი გულისსიტყვების გამო ლოცვას მრავალჯერ დაკარგავს, წლების შემდეგ მას ბუნებრივად მიეცემა შინაგანი პასუხი, რომ მხოლოდ ღვთის შეწევნით შეიძლება ლოცვის მოპოვება.
ადამიანისთვის დროდადრო ლოცვის დაკარგვა სასარგებლოა, სიმდაბლის ეს გაკვეთილი კარგად რომ ისწავლოს.
ხშირად ლოცვა სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვის მოახლოებისთანავე წყდება და ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება: „კი, მაგრამ მე ხომ ეს ბოროტი გულისსიტყვები არ მიმიღია, ახლა რატომ დავკარგე ლოცვა და მისი მადლი?“ ეს, რა თქმა უნდა, ღვთის გან... იხილეთ სრულად
თუ ადამიანი ლოცვის დროს მზვაობარ, თავმომწონე გულისსიტყვებს მიიღებს, ლოცვა წყდება, ანუ ღვთის მადლის მოქმედება მეყსეულად ფერხდება. მაშინ ადამიანი აღშფოთდება ამ გულისსიტყვების გამო და ფიქრობს: „როგორც კი ლოცვამ მოქმედება დაიწყო და ღვ... იხილეთ სრულად