ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
ველური, ეკლიანი მცენარეები თავისთავად ამოდის, ადამიანის შრომის გარეშე, შინაურს კი ძალიან ბევრი ზრუნვა სჭირდება და მიუხედავად ამისა, თუ მას ღმერთი არ შეეწია და მზე არ გამოაბრწყინა სასწაულთმოქმედი სხივებით, შეუძლებელია რაიმე აღმოცენ... იხილეთ სრულად
ადამიანი ნებისმიერ სხვა რამეზე ადვილად ფიქრობს, ღვთის სახელის ხსენებისთვის კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
ადამიანმა ასევე შეიძლება გაიხსენოს ღვთის სამსჯავრო ან ჯოჯოხეთის სატანჯველი საიქიოში. ამ შეგრძნებით, რომელიც წარმოიქმნება სულში, ადამიანი იწყებს სუნთქვით დარეგულირებულ ლოცვას.
ჩვენს სულში სიყვარული უნდა აღვძრათ, რომ ლოცვა გაძლიერდეს, გამთლიანდეს და ამ კარგი გრძნობით გამოიღოს კეთილი შედეგი – თავისუფლად ლოცვა, სულიერი სითბო, სიხარული, ცრემლი
გონება, როგორც მცველი, როგორც ზედამხედველი, თვალყურის სადევნებლად დავუყენოთ შინაგან ხმას, რომელიც ლოცვას ამბობს, ამასთანავე წარმოსახვასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, რაიმე სურათი რომ არ მიიღოს.