პროცესი განახლებისა ბავშვობაში უნდა დაიწყოს, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს უნდა მივაქციოთ. ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტ...
იხილეთ სრულად
პროცესი განახლებისა ბავშვობაში უნდა დაიწყოს, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს უნდა მივაქციოთ. ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტყვებს დედისა, აფასებდა მათ პატიოსნებას; საღამოობით, როცა მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა, ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა; აღფრთოვანებით ისმენდნენ ზღაპრებს, უსმენდნენ მუსიკას, კითხულობდნენ წმინდანთა ცხოვრებებს. შაბათ-კვირას მშო...
ის, ვინც სულგრძელია, სიმშვიდეს ყოველთვის ინარჩუნებს: უკეთუ ზიანს აყენებენ, მტკიცეა ვითარცა კლდე, ხოლო უკეთუ შეურაცხყოფენ, ურყევია ვითარცა სვეტი და ამ შეურაცხყოფაზე მაღლა დგება.
ადამიანი, რომელსაც სულგრძელება აქვს, ყოველგვარ ტანჯვას დაითმენს. ბრძენი მეფე სოლომონი წერს: სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ (იგავ. 14,28).
მართალია, ყოველი ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს ჭეშმარიტებასაც და სამართლიანობასაც, მაგრამ უნდა არსებობდეს ავტორიტეტი, აუცილებელია საერთო საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი ფიქრები, ჩვენი ნააზრევი. ასეთი ავტორიტეტი ერთადერთია - ღ...
იხილეთ სრულად
მართალია, ყოველი ჩვენგანი თავისებურად აღიქვამს ჭეშმარიტებასაც და სამართლიანობასაც, მაგრამ უნდა არსებობდეს ავტორიტეტი, აუცილებელია საერთო საფუძველი, რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი ფიქრები, ჩვენი ნააზრევი. ასეთი ავტორიტეტი ერთადერთია - ღვთის განჩინებანი, ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჩვენი სულიერი საგანძური. ამის გარეშე ნებისმიერი იდეა და გამოგონება ჩვენს საწინააღმდეგოდვე მობრუნდება.
ღმერთი არის სათავე და მიზეზი ყოვლისა, წყარო სიცოცხლისა, სადაც ცხრება ვნებები, წყნარდება შეურიგებელი, დაპირისპირებული ენერგიები, რადგან შემოქმედისაგან ყველას მიენიჭება მისი კუთვნილი ადგილი, უფლება და ღირებულება.