წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც, მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი.
აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზიციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
როგორც შეუძლებელია ოდესმე ზღვა იყოს ტალღების გარეშე, ასევე ვერცხლისმოყვარე ადამიანის გულს არ შეუძლია დარდის, ურვის, შიშისა და ტანჯვის გარეშე ყოფნა.
კარგად შეადარა ვიღაცამ ანგარებიანი წყალმანკთან მებრძოლებს. მათ რაც მეტი წყალი აქვთ სხეულში, მით მეტ წყურვილს გრძნობენ, ასევეა ანგარებიანი, რომელსაც ბევრი აქვს და უფრო მეტი უნდა.