წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
იგი, ვისაც დაზიანებული სახლის განახლება სურს, ჯერ მის მცხოვრებთ გამოიყვანს იქიდან, შემდეგ მთლიანად დაანგრევს მას და საუკეთესო სახით აღადგენს. გამოსახლებულებს ეს არ აწუხებთ, არამედ – უხარიათ კიდეც, იმიტომ, რომ დანგრეულ შენობას კი ა... იხილეთ სრულად
როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაა... იხილეთ სრულად
კარგია სხეულის სიმრთელე, მაგრამ უკეთესია სულის სიმრთელე და მით უკეთესია, რამდენადაც სული უაღრესია სხეულზე.
სამსჯავრო უკვე კარზეა მომდგარი, ის ასე ახლოს რომც არ იყოს, უზრუნველად ყოფნა მაინც გაუმართლებელი იქნებოდა. სიცოცხლის დასასრულს, თითოეული მომაკვდავისთვის, იგივე აზრი აქვს სამომავლო ცხოვრების თვალსაზრისით, რაც სამყაროს აღსასრულს.
თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზე გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.
ცხონება მხოლოდ იმაში როდია, რომ ბოროტება არ გააკეთო, არამედ იმაშიც, რომ თვითონაც გმირულად დაითმინო ბოროტება.
საღრმთო წერილის სულ მოკლე გამონათქვამებშიც კი შეგვიძლია უდიდესი ძალა მოვიძიოთ და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრეც.
ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმინდა წინგისაკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს.