სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
72. რაოდენ შერხვენასაც მიიღებს ადამიანი ქრისტეს ჭეშმარიტების გამო, ასგზის მეტად იდიდება იგი მრავალთა მიერ, უმჯობესია კი ყოველივე სიკეთის კეთება სამერმისოთა გამო.
71. თუ გნებავს, რომ განუკიცხველად (უსაყვედუროდ) მიიღო ადამიანებისგან ქება, უპირველესად შენი ცოდვებისთვის მამხილებლობა შეიყვარე.
68. როდესაც კურნებას ეძიებ, გულისყური მიაპყარი შენს სინდისს, გააკეთე ის, რასაც გეტყვის და სარგებლობას ჰპოვებ.
63. უგულისყურობა ძნელად დამტევია რაიმე ძალისამებრი სიკეთისა, თუმცა მოწყალება და ლოცვა უკუიხმობს უგულისყუროთ (ე.ი. აღმოფხვრის მათში უგულისყურობას, დაუდევრობას, გულაყრილობას, და კვლავ ღვაწლისკენ მოაბრუნებს მათ).
64. ყველა ღვთისმიერი შეჭირვება არსებითი ხვედრია კეთილმსახურებისა (ე.ი. კეთიმსახურებითი ღვაწლი გარდაუვალად შეეჩეხება შეჭირვებებს, რაც მოღვაწის გამოსაცდელად და გასაწვრთნელად, ღვთისგან არის დაშვებული), რადგან ჭეშმარიტი სიყვარული საწი... იხილეთ სრულად
65. ნუ იტყვი, რომ მოპოვებული გაქვს სათნოება შეჭირვების გარეშე, რადგან შეუმოწმებელია იგი უჭირველობის გამო (იგულისხმება, რომ შეჭირვებათა და განსაცდელთა გარეშე ვფლობთ (ჩვენი აზრით) რაიმე სათნოებას, – თუნდაც გულმოწყალებას, ძვირუხსენებ... იხილეთ სრულად
67. ახლობელი ადამიანის ბევრი რჩევა სარგებლობის მომტანია, მაგრამ ყოველი ჩვენგანისათვის საკუთარ გადაწყვეტილებაზე უფრო გამოსადეგი არაფერია.
66. ყველა არანებაყოფლობით შეჭირვებას შეუდარე მისი შედეგი და სწორედ ამ შედეგში ჰპოვებ ცოდვის აღხოცვას.
70. ადამიანი, რაოდენ ძალუძს, მოსაქმეობს თავისი ნების შესაბამისად, ღმერთი კი ადამიანის ნასაქმევთა შედეგებს აღასრულებს სამართლიანობის შესაბამისად.
83. ნუ იტყვი, რომ არ იცი ის, რაც საჭიროა, და ამიტომაც, არ აკეთებ რა მას, თითქოს უდანაშაულო ხარ, რადგან რაც კი კარგი იცი, ისინი რომ გეკეთებინა, სხვა დანარჩენიც გაგეცხადებოდა შენ, შეიცნობდი რა ერთისგან მეორეს, მსგავსად ოთახებისა (რო... იხილეთ სრულად