სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
94. სამარცხვინო გულისთქმის ძირია კაცობრივი ქება, ისევე როგორც გონებასიმრთელისა – ბოროტებაში მამხილებლობა, ამასთან არა მხოლოდ მოსმენა მხილებისა, არამედ მისი შეწყნარებაც.
93. მცირე შეცოდებებს ეშმაკი აუბრალოებს, რადგან სხვა გზით უფრო დიდი ცოდვებისკენ ჩვენს წაყვანას ვერ შეძლებს იგი.
92. ბოროტებანი ერთიმეორისგან გამომდინარე იკრებენ ძალას. მსგავსადვე, სიკეთეებიც ურთიერთის მიერ იზრდებიან და მათთან წილმქონეს უფრო და უფრო წინ მიასწრაფებენ
90. იცის მტერმა სულიერი რჯულის მოთხოვნილება და ეძიებს მარტოოდენ გონებისეულ (მხოლოდ გონებით და არა საქმით) თანხმობას, რადგან სწორედ ამ სახით იგი ან სინანულის შრომათა მოვალედ გახდის მისდამი დაქვემდებარებულს, ან კიდევ, თუ არ შეინანებ... იხილეთ სრულად
87. ვინც მცნებას აღასრულებს, ამის გამო განსაცდელს უნდა მოელოდეს რადგან ქრისტესადმი სიყვარული საწინააღმდეგოთაგან გამოიცდება.
88. დაუდევრობის გამო არასოდეს დატოვო უყურადღებოდ გულისზრახვები, რადგან არც ერთი აზრი არ დაეფარება ღმერთს.
89. როდესაც ნახავ, რომ ადამიანურ დიდებას შთაგაგონებს გულისზრახვა, ცხადად უწყოდე, რომ ამით შერცხვენას გიმზადებს შენ იგი.
107. ვინც ფულის, დიდების თუ სიამეთმოყვარეობის გამო ურისხდება მოყვასს, არ შეუცვნია მას, რომ ღმერთი სიმართლით განაგებს საქმეებს.
106. არავინ მეომართაგანი, – ამბობს მოციქული, – არ შეემსჭვალვის ამა სოფლის საქმეებს (II ტიმ. 2.4), რადგან ვისაც სურს, რომ სოფელთან შემსჭვალულმა დასძლიოს ვნებები, მსგავსია იმ ადამიანისა, ვინც ჩალით აქრობს ხანძარს.
100. გონება ბრმავდება ამ სამი ვნებისგან, ვამბობ – ვერცხლისმოყვარეობისგან, ცუდმედიდობისგან და სიამეთმოყვარეობისგან. 101. ესენია „წურბელის სამი ასული“, თანახმად წერილისა, რომლებიც „სიყვარულით შეიყვარებიან“ მათი დედის – უგუნურების მი... იხილეთ სრულად