სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
114. ისევე როგორც ცუდადმჭამელებს (მადადაკარგულებს) მწარე აბზინდა რგებს, ასევე რგებს ცუდი ზნის ადამიანებს ცუდის განცდა, რადგან პირველთ აჯანმრთელებს, ამ უკანასკნელთ კი სინანულისთვის განამზადებს ხსენებული წამლობანი.
112. გონიერად მლოცველი მოსაწევართა (განსაცდელთა) დამთმენია, ხოლო ავმეხსიერს ჯერაც არ ულოცია სიწმინდით.
113. როდესაც ვინმესგან ზიანდები, იგინები ან იდევნები, ამჟამინდელს ნუკი განსჯი, სამომავლოს ელოდე და აღმოაჩინე, რომ რაც შეგემთხვა, დიდი სიკეთეების მომნიჭებელი გახდა შენთვის არა მხოლოდ ამჟამინდელ, არამედ სამერმისო საუკუნეშიც.
109. ჭეშმარიტების არმცოდნეს არც ჭეშმარიტად რწმენა ძალუძს, რადგან ცოდნა ბუნებითად წინ უძღვის რწმენას.
108. როდესაც მოისმენ უფლის ნათქვამს, რომ თუ ვინმე არ განუდგება მთელ თავის ქონებას, არ არის იგი მისი ღირსი (ლკ. 14.33), არა მხოლოდ ფულის შესახებ გაიაზრო ეს სიტყვები, არამედ აგრეთვე ბოროტების ყველა ნამოქმედარის შესახებ.
110. ისევე როგორც ხილულთაგან თითოეულს თანაბუნებითი განუყო ღმერთმა, ასევე – ადამიანურ გულისზრახვებსაც, თუნდაც გვსურდეს, თუნდაც არ გვსურდეს (ე.ი. ღმერთი კეთილ გულისზრახვას კეთილს მიაგებს, ბოროტს კი – ბოროტების შესატყვის სასჯელს).
125. ცოდვათმიტევების მაძიებელს უყვარს გონებამდაბლობა, ხოლო სხვათა მგმობელი ბეჭედს უსვამს თავის ბოროტებებს.
126. ნუ დატოვებ ცოდვას აღუხოცელს, თუნდაც რომ უმცირესი იყოს იგი, რათა შემდეგ უფრო დიდი ბოროტებებისკენ არ წაგითრიოს შენ.
127. თუ გსურს ცხონება, შეიყვარე შენს შესახებ მართალი სიტყვა და განუსჯელად ნურასოდეს უკუმიაქცევ მხილებას.
128. ჭეშმარიტების სიტყვამ გარდაქმნა „იქედნეთა ნაშობნი“ და „უჩვენა მათ განრიდება სამომავლო რისხვისგან“ (მთ. 3.7).