სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
127. თუ გსურს ცხონება, შეიყვარე შენს შესახებ მართალი სიტყვა და განუსჯელად ნურასოდეს უკუმიაქცევ მხილებას.
126. ნუ დატოვებ ცოდვას აღუხოცელს, თუნდაც რომ უმცირესი იყოს იგი, რათა შემდეგ უფრო დიდი ბოროტებებისკენ არ წაგითრიოს შენ.
123. ვინც მცნებას ფარულად თავის ნებას უზავებს, „მემრუშეა", როგორც ეს „იგავთა“ წიგნშია გაცხადებული, და იგი „გონებანაკლულობის გამო ტანჯვასა და მწუხარებას შეიმთხვევს“ (იგავ. 6.32).
124. ისევე როგორც წყლისა და ცეცხლის შეერთება ერთიმეორის გამომრიცხველია, ასევე გამორიცხავენ ურთიერთს თავისმართლება და თავმდაბლობა.
119. ცხადად ცუდის გამკეთებელზე უარესია ფარულად ბოროტების ჩამდენი. ამიტომაც, უარესად ისჯება იგი.
120. მზაკვრობათა მხლართველი და ფარულად ბოროტების ჩამდენი ის „გველია“, რომელიც, თანახმად წერილისა, „გზაში ჩასაფრებულა და ცხენის ქუსლს ჰკბენს“ (შესაქ. 49.17).
122. ისევე როგორც შეუძლებელია, რომ ერთსა და იმავე ადგილას ცხვრებიც ძოვდნენ და მგლებიც (შდრ. ზირ.13.17), ამგვარადვე შუძლებელია წყალობა ჰპოვოს მოყვასის მიმართ მზაკვრობის ჩამდენმა.
121. ვინც ერთსა და იმავე დროს რაღაცის გამო აქებს მოყვასს, რაღაცის გამო კი კიცხავს მასვე, ამგვარი ვინმე ცუდმედიდობითა და შურით არის შეპყრობილი, რომელიც ქებათა მიერ შურის დაფარვას ცდილობს, გაკიცხვათა გზით კი თავის თავს მასზე უკეთესა... იხილეთ სრულად
139. კვეთება ესაა გულის უსახო აღძრულობა, გამოცდილთაგან გასაღების მსგავსად წინდაწინვე ხელთგდებული (ე.ი. არა საკუთარი წარმოსახვების მიზეზით აღძრული შემოტევა ცოდვისმიერი გულისზრახვისა, არამედ გარეგანი მიზეზებისგან, უკეთური ძალისგან გ... იხილეთ სრულად