სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
149. ძლიერი ადამიანი არ ამხილო ცუდმედიდობის გამო, არამედ სამომავლო შერცხვენის მოსაწევარი დაანახე მას, რადგან ვინც გონიერია, ამ გზით მხილებას წადიერად იღებს.
153. თუ ვინმე ფუჭადმეტყველ ადამიანებში მოხვდება, თავისი თავი ჩათვალოს დამნაშავედ ამგვარ ფუჭსიტყვაობათა გამო თუმცა, შესაძლოა, არა ამჟამინდელი, არამედ ძველი ვალებიდან გამომდინარე (იგულისხმება, რომ ეს ადამიანი ძველად თვითონაც ამგვარი... იხილეთ სრულად
152. თუკი უკეთურ სიტყვებს შეიტკბილხმოვანებ, ამის გამო საკუთარ თავს განურისხდი და არა იმას, ვინც მათ წარმოთქვამს, რადგან სწორედ უკეთური სმენა განიკუთვნებს უკეთურ მაცნეს.
151. ნუ გსურს უცხო უკეთურებათა მოსმენა, რადგან ამგვარი სურვილის შედეგად ხსენებულ უკეთურებათა აღბეჭდილობანი ჩვენშიც შთაისახება.
150. მხილებისმოძულე წინასწარგანზრახვითად ექცევა ვნების ქვეშ, მხილებისმოყვარე კი, ცხადია, წინასწარგანწყობითად განერიდება მას. (იგულისხმება, რომ მხილებისმოძულე ადამიანი ამ სიძულვილის გამო უკვე ცნობიერად, წინასწარი შეგნებით განუკუთვნ... იხილეთ სრულად
148. უდრტვინველ ადამიანს შეეწევა რწმენითი სიტყვა, რადგან იგი არ ამოწმებს ღვთის სულგრძელებას და არ იგვემს თავს ხშირი შეცოდებებით.
143. სასწორის უღლისებრ არამდგრადია სიამითვნებულის გულისზრახვა, რომელიც ზოგჯერ ტირის და მოთქვამს ცოდვის გამო, ზოგჯერ კი ებრძვის და უპირისპირდება მოყვასს, ეშურება რა სიამეებს.
144. ვინც ყოველივეს გამოცდის და სიკეთეს შეუდგება (შდრ. I თეს. 5.21), შედეგად ყოველგვარი უკეთურებისგან განიზღუდება.