92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უ...
იხილეთ სრულად
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უკეთურ ზრახვებს რომ შთაუგდებს სულს, არამედ მყისვე გაიხსენე ზეციური სიკეთენი და შენს თავს უთხარი: თუკი ვისურვებ, ჩემს ნებაზეა, რომ დავძლიო ეს შემოტევაც ვნებისა, ვერ დავძლევ კი, თუ პირიქით, იმას ვისურვებ, რომ შევისრულო ჩემე...
ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ სასუფეველისა დიდებასა მიმთხვევად! და ეგრეთვე უბადრუკ არიან და სამგზის საწყალობელ, რომელნი დიდებისა მისგან განვარდენ! ხოლო ჩვენ, ძმანო, უკეთუ გვნებავს დიდებისა მის ზიარებად, რომ...
იხილეთ სრულად
ნეტარ არიან და სამგზის სანატრელ, რომელნი ღირს იქმნენ სასუფეველისა დიდებასა მიმთხვევად! და ეგრეთვე უბადრუკ არიან და სამგზის საწყალობელ, რომელნი დიდებისა მისგან განვარდენ! ხოლო ჩვენ, ძმანო, უკეთუ გვნებავს დიდებისა მის ზიარებად, რომელი "თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა", რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, შევიტკბოთ სათნოება და მცნებათა უფლისათა მუშაკად გამოვსჩნდეთ, რათა ზეცისა იგი დიდება დავიმკვიდროთ. ...
საყვარელნო! უფალი დიდებისა იტყვის: "მადიდე მე მამაო თავისა შენისა თანა, დიდებითა მით, რომელი მაქვნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა". ესე ვითარი უკვე დიდებაი ჩვენცა ვჰპოვოთ ძმანო, საზომისაებრ ჩვენისა, უკეთუ ვიღვაწოთ. ამი...
იხილეთ სრულად
საყვარელნო! უფალი დიდებისა იტყვის: "მადიდე მე მამაო თავისა შენისა თანა, დიდებითა მით, რომელი მაქვნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა". ესე ვითარი უკვე დიდებაი ჩვენცა ვჰპოვოთ ძმანო, საზომისაებრ ჩვენისა, უკეთუ ვიღვაწოთ. ამისთვისცა მოციქული იტყვის: "უკეთU მისთანა ვივნოთ, მისთანავე ვიდიდნეთ". ხოლო ჩვენ ბევრეულთა ცრემლთა ღირს ვართ, რომელთა წინა გვიძს ესოდენი დიდებაი და ჩვენ უდებებისათვის ჩვენისა დავიწირვებთ ამას ყოველსა; რამეთუ დაღაცა თუმცა ა...
საყვარელნო! ამისთვის მოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რათა საუკუნო იგი დიდება მისი ვიხილოთ, რომლისათვისცა იტყვის, ვითარმედ: "მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ, და ჰხედვიდენ, დიდებასა ჩემცა". რამეთუ, უკეთუ აქა დი...
იხილეთ სრულად
საყვარელნო! ამისთვის მოვიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რათა საუკუნო იგი დიდება მისი ვიხილოთ, რომლისათვისცა იტყვის, ვითარმედ: "მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ, და ჰხედვიდენ, დიდებასა ჩემცა". რამეთუ, უკეთუ აქა დიდება მისი ესრეთ ბრწყინვალე იქმნა, რომელ მთასა თაბორსა მოციქულთა თვალთ-შედგმად ვერ იკადრეს, რაი ვინ ჰსთქვას მერმისა მისთვის დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ესოდენითა ბრწყინვალებითა, რომელსაცა სიტყვით ვერვინ გამოაცხადებს....
ზეციური სიხარული განუმზადა ღმერთმა მის მოყვარულთ. იქ არ არის არც სნეულება, არც მწუხარება, "არა ურვა, არცა სულთქმა", არამედ სიხარული და გამოუთქმელი ნეტარება; იქ მართალნი მზესავით გაბრწყინდბიან. მაგრამ თუ თვით პავლე მოციქულმა ვერ გა...
იხილეთ სრულად
ზეციური სიხარული განუმზადა ღმერთმა მის მოყვარულთ. იქ არ არის არც სნეულება, არც მწუხარება, "არა ურვა, არცა სულთქმა", არამედ სიხარული და გამოუთქმელი ნეტარება; იქ მართალნი მზესავით გაბრწყინდბიან. მაგრამ თუ თვით პავლე მოციქულმა ვერ გადმოსცა იქაური დიდება და სიხარული, სხვა რომელი მოკვდავის ენა აღწერს ზეციური ქალაქის - მართალთა სამკვიდრებლის - შვენიერებას?
ყოველი ჩვენგანი, შესაბამისად სულის იმ სიწმინდისა და განათლებისა, რომელიც ამქვეყნად მიიღო, იმქვეყნად იხილავს ქრისტეს - უფრო ახლოს, უფრო წმინდად - და დატკბება მისი კეთილსურნელებით და სხვებზე მეტად გაიხარებს და იშვებს
შეუძლია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა: რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში...
იხილეთ სრულად
შეუძლია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა: რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში გააღვიძა ღვთაებრივი წყურვილი!შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს?