ქრისტიანული ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი ღვაწლი და ამასთანავე, ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად. მაგრამ ამგვარი სრულყოფილება ადამიანის ბუნებაში არ დევს, ამიტომ მისი მიღწევა მარტოოდენ ბუ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის ნებაყოფლობითი ღვაწლი და ამასთანავე, ბრძოლა ქრისტიანული სრულყოფილების მისაღწევად. მაგრამ ამგვარი სრულყოფილება ადამიანის ბუნებაში არ დევს, ამიტომ მისი მიღწევა მარტოოდენ ბუნებრივი მონაცემების განვითარებით შეუძლებელია. ჩვენი ბუნებრივი შესაძლებლობები თავისთავად შეზღუდულია. სრულყოფილება თვითონ ღმერთშია და სულიწმიდის მადლით მოიპოვება. ამიტომაც ასკეტიზმი, როგორც ასეთი, ჩვენთვის არ არის თვითმიზა...
ლოცვა თავისი ფორმითა და შინაარსით მრავალგვარია. ყველაზე უფრო სრულყოფილია წმინდა ლოცვა. ეს ლოცვა იმდენად მნიშვნელოვანია მოღვაწე ქრისტიანისათვის, რომ სხვა ყველაფერი უფასურდება მასთან შედარებით. აი, სწორედ ეს არის მიზეზი ამა სოფლიდან...
იხილეთ სრულად
ლოცვა თავისი ფორმითა და შინაარსით მრავალგვარია. ყველაზე უფრო სრულყოფილია წმინდა ლოცვა. ეს ლოცვა იმდენად მნიშვნელოვანია მოღვაწე ქრისტიანისათვის, რომ სხვა ყველაფერი უფასურდება მასთან შედარებით. აი, სწორედ ეს არის მიზეზი ამა სოფლიდან განდგომისა, მონაზვნობისა.
აწ ვიტყვი თქვენზედა: რომელნიმე აქა მდგომარეთაგანნი არიან სამოქალაქოსა მსახურებასა შინა, ანუ ესრეთ წოდებულნი ჩინოვნიკნი, მათ მიუღიათ ღვთისაგან ტალანტი იგი, რათა ემსახურონ მართლ–მსაჯულებასა, ჰყონ სიმართლე, განამართლონ უბრალონი, დასა...
იხილეთ სრულად
აწ ვიტყვი თქვენზედა: რომელნიმე აქა მდგომარეთაგანნი არიან სამოქალაქოსა მსახურებასა შინა, ანუ ესრეთ წოდებულნი ჩინოვნიკნი, მათ მიუღიათ ღვთისაგან ტალანტი იგი, რათა ემსახურონ მართლ–მსაჯულებასა, ჰყონ სიმართლე, განამართლონ უბრალონი, დასაჯონ სჯულის–გარდამსვლელნი, ამაყნი და მტაცებელნი. უკეთუ იგინი ესრეთ იქმონენ, არა დაუღუპავთ ტალანტი თვისი; ხოლო უკეთუ, სიმართლისა წილ იქმოდიან უსამართლობასა უკეთუ გამოსჩნდებიან თავხედნი, უწყალონი, მოქრთამენი, მაშინ მიღებენ ...
ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოთაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორი...
იხილეთ სრულად
ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოთაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, –გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა ჰჩივის და ჰღაღადებს სახ...
ადამიანი არ კვდება, მხოლოდ გარდაიცვლება სხვა, მარადიულ ცხოვრებაში. სხეული მიწისაგან არის მოღებული და მიწადვე მიიქცევა. ხოლო სული ღმრთისაგან არის და ღმერთთან წავა.
ადამიანებს მრავალი ნაკლი და უცნაურობა ახასიათებთ და სრულად მათი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ არ გვრჩება სხვა გამოსავალი – უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთ ამ თვისებებს.
ადამიანები, რომლებიც ძლიერ მიეცემიან ყოფით საზრუნავს, გაზულუქებულ შინაურ ფრინველებს ჰგვანან, რომლებსაც ტყუილად აქვთ ფრთები და მიწაზე პირუტყვთან ერთად დადიან.
ადამიანები, რომელნიც ვითომ სიხარულსა და ბედნიერებას ამ ქვეყნად ამყარებენ – ცდებიან, რამეთუ არა არს სუფევა ნეტარეული ხრწნილებასა შინა, არცა ბედნიერება დაურღვეველ უმწუხარო, ბიწიერ ნება გაუმაძღარ, მომაკვდავ გვამსა შინა.
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ სა...
იხილეთ სრულად
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ საიდუმლოს, იმიტომ, რომ მას ძლიერ ვუყვარვართ.