შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები
შალვა ამონაშვილი - ციტატები, გამონათქვამები შალვა ამონაშვილი | გამონათქვამები, ციტატები
მხოლოდ ჩვენ - ადამიანებს - გვაქვს ნიჭი შემოქმედებისა.
მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი, გავალამაზოთ ცხოვრება. ამ ნიჭს შემოქმედება ჰქვია და ეს არის უფლის ძალა ჩვენში
ჩვენ უნდა გავხდეთ ღირსეული ადამიანი!
ნათქვამია “შენ ადამიანად დაიბადე, მაგრამ ადამიანი უნდა გახდეო"
გაადამიანურება მთელი ცხოვრება გვჭირდება ჩვენ
უნდა ჩამოვიცილოთ ყველაფერი, რაც გვირთულებს ადამიანებთან ურთიერთობას, რაც ხელს გვიშლის, რომ ჩვენი ყოფა ახლობლებისთვის, გარშემომყოფებისთვის სასიხარულო გავხადოთ
ოჯახში დედის სიბრძნე სიმშვიდეს ამკვიდრებს, იმიტომ, რომ სიმშვიდის დამკვიდრებას სიბრძნე უნდა. ისე სიმშვიდე არ მოდის. ისე მოდის - შეხლა-შემოხლა, გაუგებრობანი, უსიამოვნებანი და წყენა
დედის გულს შეუძლია ოჯახის, თავისი შვილების მომავალი განჭვრიტოს. ბრძენი ქალი ბევრი რამის დამნახველია მომავალში, და დაინახავს რა მომავალს, უკვე ახლავე საძირკველს ჩაყრის, რომ ეს მომავალი შედგეს. ვითარებებს შექმნის, რომ მომავალი არ გა... იხილეთ სრულად
ბედი დროში და სივრცეში ყალიბდება. თუ დრო და სივრცე გავუშვით ხელიდან, ბედი ხელიდან გაგვეშვება
აღმოსავლეთი ამბობს, ნებისყოფა ღმერთია ადამიანშიო. რა საკვირველია ღმერთი ერთია, მაგრამ თვითონ ნებისყოფა ღმერთის ძალაა
ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არის, მთელი სამყარო ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული. მან რომ ერთი დაიჩურჩულოს თავისთვის, ჩვენ ყველანი გავქრებით. არც სამყარო გვეცოდინება და არც არაფერი არ იქნება. ის იქნება, რაც მას სურს. მის ნებაზე ვართ ... იხილეთ სრულად
აღარ გაინტერესებს მომავალი, როცა წარსული გებღაუჭება, უკან გეწევა. ვიღაცის დარდი გაქვს, ვიღაცის ვალი გაქვს, ვიღაცას შენ მიმართ რაღაც ანგარიში აქვს,.. ეს ყველაფერი წინ არ გიშვებს, გაფერხებს. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ჩამოიცილეთ ეს ... იხილეთ სრულად