მტერზედაც არ გვაძლევს ნებას უფალი იესო ქრისტე შურისძიებისა და ცილისწამებისას და თუ კეთილისმყოფელისა ვინმემ იკადრა ცილისწამება, დაბეზღება და შესმენა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღვთისასა?
თუ ვისმეს შური და მტერობა აქვს ვისმესთან და უნდა როგორმე მას ავნოს, ხოლო პირდაპირ, განცხადებით ვერაფერს ავნებს, თვითონაც ფარისეველია, ანუ ეშინია, მაშინ საიდუმლოდ, მთავრობასთან დააბეზღებს წერილებით, რომელსა შინა სხვადსხვანაირს ბრალ...
იხილეთ სრულად
თუ ვისმეს შური და მტერობა აქვს ვისმესთან და უნდა როგორმე მას ავნოს, ხოლო პირდაპირ, განცხადებით ვერაფერს ავნებს, თვითონაც ფარისეველია, ანუ ეშინია, მაშინ საიდუმლოდ, მთავრობასთან დააბეზღებს წერილებით, რომელსა შინა სხვადსხვანაირს ბრალს დასდებს მასზედა. ეს არის ერთობ სასირცხო და საზიზღარი საქმე. იგი გამოაჩენს დაცემულსა და მდაბიოსა ხასიათსა კაცისასა. დაბეზღება, შესმენა არის ცილისწამება, ნაყოფი მტერობისა და სიძულვილისა; ხოლო საღმრთო წერილიც შურისძიებას,...
მწუხარება ორნაირია: ერთი მწუხარება არის ღვთისმიერი, ანუ ღვთის გულისათვის. ღვთის მიერი მწუხარება ის არის, როდესაც კაცი სწუხს თავის უღირსებას, თავის ცოდვას, სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბო...
იხილეთ სრულად
მწუხარება ორნაირია: ერთი მწუხარება არის ღვთისმიერი, ანუ ღვთის გულისათვის. ღვთის მიერი მწუხარება ის არის, როდესაც კაცი სწუხს თავის უღირსებას, თავის ცოდვას, სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი საქმე ჰქმნა და მით გაამწარა ზეციერი მამა. დიახ, კეთილია და პატიოსანი ესრეთი სულიერი მწუხარება. იგი, როგორც იტყვის წმინდა მოციქული პავლე, გააჩენს კაცის გულში სინანულსა ცხოვრებისასა. ამით დაიწყება კაცის მოქცევა და ცხო...
ურწმუნოება არ არის ნაყოფი სწავლისა და მეცნიერებისა, არამედ უმეტესად უსწავლელობისა, ანუ ზედაპირი, უსაფუძვლო სწავლისა. არა უსაფუძვლოდ იტყვის ერთი უდიდებულესთა ფილოსოფოსთაგანი, რომ ღრმა მეცნიერება კაცს მიიყვანს ღვთის სარწმუნოებისადმი...
იხილეთ სრულად
ურწმუნოება არ არის ნაყოფი სწავლისა და მეცნიერებისა, არამედ უმეტესად უსწავლელობისა, ანუ ზედაპირი, უსაფუძვლო სწავლისა. არა უსაფუძვლოდ იტყვის ერთი უდიდებულესთა ფილოსოფოსთაგანი, რომ ღრმა მეცნიერება კაცს მიიყვანს ღვთის სარწმუნოებისადმი, ხოლო ზედაპირი, უსაფუძვლო სწავლა – ურწმუნოებისადმი.
რაც გინდა შესანიშნავი იყოს კაცი, თუ გინდ მთელს ქვეყანას აკვირვებდეს თვისი ჭკუითა და საქმითა, თუ სარწმუნოება ღვთისა არ ჰქონდა, იგი იქნება მხოლოდ ამ სოფლის შვილი და მუშაკი, იგი ქვიშაზე აშენებს თვისს სახლს, მისი ქება და სახელი იქნება...
იხილეთ სრულად
რაც გინდა შესანიშნავი იყოს კაცი, თუ გინდ მთელს ქვეყანას აკვირვებდეს თვისი ჭკუითა და საქმითა, თუ სარწმუნოება ღვთისა არ ჰქონდა, იგი იქნება მხოლოდ ამ სოფლის შვილი და მუშაკი, იგი ქვიშაზე აშენებს თვისს სახლს, მისი ქება და სახელი იქნება მოკლე, ვითარცა ეს სოფელი და აქაური წუთი ცხოვრება.
ძმანო, როდესაც მხედარი თამამად სდგას გაცხარებულს ომში, გარემოს მისსა ათასნაირი სიკვდილი ჰფრინავს, მაგრამ მას არ ეშინია, უშიშრად შეებმება მტერს, ხანდახან დაკოდილიც (დაჭრილი) არ ჰშორდება ბრძოლას და მიიღებს სიკვდილს, მას ყოველი კაცი ...
იხილეთ სრულად
ძმანო, როდესაც მხედარი თამამად სდგას გაცხარებულს ომში, გარემოს მისსა ათასნაირი სიკვდილი ჰფრინავს, მაგრამ მას არ ეშინია, უშიშრად შეებმება მტერს, ხანდახან დაკოდილიც (დაჭრილი) არ ჰშორდება ბრძოლას და მიიღებს სიკვდილს, მას ყოველი კაცი აქებს, გმირს ეძახის; მაგრამ, ვგონებ უდიდესი ქების ღირსი ის კაცი არის, რომელიც თავის სიცოცხლეს შესწირავს, თავდადებულად ემსახურება საზოგადო საქმეს, ჩუმად, მოთმინებით, არამხედველი, რომ მას ვინმე უყურებდეს და აქებდეს, არამედ...
რჩეული, ანუ ცხონებული კაცი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება იყოს: 1) თუ მან შობიდან სიკვდილამდე თავი უბიწოდ დაიცვა, ისე, რომ ცოდვას არასოდეს დამონებია, მაგრამ საღმრთო წერილი ასეთებად მხოლოდ ორს - იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმ...
იხილეთ სრულად
რჩეული, ანუ ცხონებული კაცი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება იყოს: 1) თუ მან შობიდან სიკვდილამდე თავი უბიწოდ დაიცვა, ისე, რომ ცოდვას არასოდეს დამონებია, მაგრამ საღმრთო წერილი ასეთებად მხოლოდ ორს - იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ახენებს. მაცხოვარი ჩვენი უბიწო იყო და ცოდვა არ იცოდა, იმიტომ, რომ მასში კაცობრივი ბუნება ღმრთაებრივთან იყო შეერთებული, ხოლო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, თუმცა ქვეშერდომი იყო ცოდვისა, მაგრამ ღმრთისა განგებით, რამენად...
განათლება მარტო მაშინ არის კარგი და მხოლოდ იმისთანა განათლება არის კარგი, რომელიც აღამაღლებს და გააკეთილებს კაცსა ყოვლის მხრით და არა მხოლოდ ერთსა, თუ გინდ უმაღლესსა მისსა ბუნების მხარესა. თვითონ სწავლა არის ორპიროვანი იარაღი. შეი...
იხილეთ სრულად
განათლება მარტო მაშინ არის კარგი და მხოლოდ იმისთანა განათლება არის კარგი, რომელიც აღამაღლებს და გააკეთილებს კაცსა ყოვლის მხრით და არა მხოლოდ ერთსა, თუ გინდ უმაღლესსა მისსა ბუნების მხარესა. თვითონ სწავლა არის ორპიროვანი იარაღი. შეიძლება კაცმა მოიხმაროს ის კეთილ საქმეზედაც და ბოროტზედაც, სასარგებლოდ და საზარალოდ თავისა თვისისა და სხვათა. საქმე უმაღლესია სიტყვაზე, ცხოვრება უძვირფასესია სწავლაზე. სწავლამ, განათლებამ უნდა გააუმჯობესოს ყოველნი საქმენი ...
მაგრამ მხოლოდ მცირედნი მიდიან მასთან, ანუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. ამასთან საკვირველი და შესააძრწუნებელია ის, რომ რჩეულნი, ანუ ისინი, ვინც ცხონდებიან, არა ურწმუნო და ურჯულო კაცთა შორის, არამედ თვით მორწმუნე ქრისტი...
იხილეთ სრულად
მაგრამ მხოლოდ მცირედნი მიდიან მასთან, ანუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. ამასთან საკვირველი და შესააძრწუნებელია ის, რომ რჩეულნი, ანუ ისინი, ვინც ცხონდებიან, არა ურწმუნო და ურჯულო კაცთა შორის, არამედ თვით მორწმუნე ქრისტიანებს შორისაც მცირედნი არიან
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მა...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მადლს შეიცნობდნენ; ამიტომ რჩეული, ანუ ცხონებული ის იქნება, ვინც ღრმად შეიგნო თავისი ცოდვა, გულითა და სულით შეწუხდა და შეიძულა იგი. ჭეშამრიტ მონანულს ყოველთვის ახსოვს, რა დიდი და ძნელი საქმეა კეთილ;ი ქრისტიანული ცხოვრება და...