სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ სიცრუე არის თითქმის საფუძველი ყოველთა სხვათა ცოდვათა. ზოგიერთი ცოდვა კიდეც დაიწყება და კიდეც გათავდება სიცრუით; და სხვანი ცოდვანი, თუ პირდაპირ არ აღსრულდებიან სიცრუით, მაინც სიცრუე არ შეიძლე...
იხილეთ სრულად
სიცრუეს მისთვის უნდა ვერიდებოდეთ, რომელ სიცრუე არის თითქმის საფუძველი ყოველთა სხვათა ცოდვათა. ზოგიერთი ცოდვა კიდეც დაიწყება და კიდეც გათავდება სიცრუით; და სხვანი ცოდვანი, თუ პირდაპირ არ აღსრულდებიან სიცრუით, მაინც სიცრუე არ შეიძლება არ გაერიოს მათში. მაშასადამე, ვინც სიცრუეს განეშორა და ყოველთვის ჭეშმარიტებას იტყვის, მან ამით შესავალი დაუხშო ყოველს ცოდვას თავის გულში.
კაცი, როგორც თავის თავს არ მოატყუებს, ეგრევე თავისი მოყვასიც არ უნდა მოატყუოს. როგორც ხელი კაცისა, ასე ვსთქვათ, პირს არ მოატყუებს და ნაცვლად პურისა ქვას არ მისცემს საჭმელად, ეგრევე ერთმა კაცმა მეორე კაცი არ უნდა მოატყუოს, რამეთუ ვ...
იხილეთ სრულად
კაცი, როგორც თავის თავს არ მოატყუებს, ეგრევე თავისი მოყვასიც არ უნდა მოატყუოს. როგორც ხელი კაცისა, ასე ვსთქვათ, პირს არ მოატყუებს და ნაცვლად პურისა ქვას არ მისცემს საჭმელად, ეგრევე ერთმა კაცმა მეორე კაცი არ უნდა მოატყუოს, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ. ერთი მეორის ასოები არათუ მხოლოდ მით ვართ ჩვენ, რომელ ერთი კაცისაგან ვართ შთამომავალი და ერთი სისხლი და ერთი ხორცი გვაქვს, არამედ მით, რომ თვით ამ ქვეყანაში, ამ ცხოვრებაში ისე დაახლოებული ვართ ერთი მე...
link
ნუ დაივიწყებ, ძმაო, მცნებასა ამას: „წმიდა ჰყავ დღე იგი“ და შეუდექი ამის აღსრულებას. აღსდგები რა დილით კვირას, სახლში ილოცე და მერმე წადი და ცისკარიც მოისმინე. ესრე გამზადებული სულით და გულით წახვალ წირვაზე და უფრო ნაყოფიერად მოისმ...
იხილეთ სრულად
ნუ დაივიწყებ, ძმაო, მცნებასა ამას: „წმიდა ჰყავ დღე იგი“ და შეუდექი ამის აღსრულებას. აღსდგები რა დილით კვირას, სახლში ილოცე და მერმე წადი და ცისკარიც მოისმინე. ესრე გამზადებული სულით და გულით წახვალ წირვაზე და უფრო ნაყოფიერად მოისმენ წირვასა. ნაწირვებს, სადილის მიმღებმა, ეცადე რაიმე მცირე მაინც კეთილი საქმე აღასრულო. იქნება ვინმე იცი ღარიბი და საწყალი კაცი, მიეც იმას რაიმე შემწეობა საიდუმლოდ, რომ მარჯვენემან შენმა არ შეიტყოს. იქნება ვინმე შენი მეზ...
link
„წმიდა ჰყავთ დღე იგი“ – კვირა ღვთის დღე არის. ამ დღეს მარტო ღმერთს უნდა ემსახუროს კაცი და ღვთის საქმე უნდა აღასრულოს. ექვსის დღის განმავლობაში კაცმა, თითქმის შთანთქმულმა სოფლის სხვადსხვა შფოთში, შრომაში, მეშვიდე დღეს მაინც უნდა გა...
იხილეთ სრულად
„წმიდა ჰყავთ დღე იგი“ – კვირა ღვთის დღე არის. ამ დღეს მარტო ღმერთს უნდა ემსახუროს კაცი და ღვთის საქმე უნდა აღასრულოს. ექვსის დღის განმავლობაში კაცმა, თითქმის შთანთქმულმა სოფლის სხვადსხვა შფოთში, შრომაში, მეშვიდე დღეს მაინც უნდა გაიღვიძოს სულით და გულით, ღმერთი გაიხსოვნოს და მყუდროდ, ლოცვით და სიწმიდით გაატაროს დრო. ისე მტკიცედ მიჩვეული უნდა იყო, ძმაო ქრისტიანე, კვირა დღეს წირვა–ლოცვის მოსმენას, რომელ თვით შენი გული და სინიდისი ძალას უნდა გატანდეს...
განათლებულ ქვეყნებში, დიახ, მრავალი არის ღირსი ქებისა, სწავლისა და მიბაძვისა, გარნა ნეხვიცა მრავალია მუნ. ხოლო, ზოგიერთნი საცოდავნი და საბრალონი ჩვენნი ყმაწვილნი კაცნი, როდესაც უცხო ქვეყნებში წავლენ, იმას კი არ უყურებენ და სწავლობ...
იხილეთ სრულად
განათლებულ ქვეყნებში, დიახ, მრავალი არის ღირსი ქებისა, სწავლისა და მიბაძვისა, გარნა ნეხვიცა მრავალია მუნ. ხოლო, ზოგიერთნი საცოდავნი და საბრალონი ჩვენნი ყმაწვილნი კაცნი, როდესაც უცხო ქვეყნებში წავლენ, იმას კი არ უყურებენ და სწავლობენ, რაც არის იქ პატიოსანი და ღირსი ქებისა და ბაძვისა, არამედ გაისვრებიან იქაურსა ნეხვსა შინა და აქაც იმას მოგვიტანენ, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლებად იყოს.
მაცთურნი, საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალების და შფოთისა აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქმნებიან ქვვეყანაზედ. მაცხოვარმან ბრძანა, რომ მაცთურნი, სჯულის წინააღმდეგნი, უნებლივად გაჩნდებიან და საჭიროც იქნება მათი მოსვლ...
იხილეთ სრულად
მაცთურნი, საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალების და შფოთისა აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქმნებიან ქვვეყანაზედ. მაცხოვარმან ბრძანა, რომ მაცთურნი, სჯულის წინააღმდეგნი, უნებლივად გაჩნდებიან და საჭიროც იქნება მათი მოსვლა და წინააღმდეგობა, მისთვის, რათა რჩეულნიცა მორწმუნენი ცხადად გამოჩნდნენ და გამოეყონ ურწმუნოთა. კაცის სარწმუნოებას და ერთგულებას თუ მომჭიდავე და მტერი არა ჰყავს, რით უნდა გამოჩნდეს იგი და გაილესოს? სწორედ ამ მიზეზისათვის...
ქრისტიანეთა გვმართებს ყოველთვის და ყოველი, რაიცა მოგვცა ღმერთმან ქონება, ნიჭი, გარეგანი თუ შინაგანი, დიდი თუ მცირე, არა წარვწყმიდოთ, არამედ ვიხმაროთ გონივრად და სასარგებლოდ. ხოლო უმეტესად უნდა გვახსოვდეს ის, რომელნიც არიან უძვირფა...
იხილეთ სრულად
ქრისტიანეთა გვმართებს ყოველთვის და ყოველი, რაიცა მოგვცა ღმერთმან ქონება, ნიჭი, გარეგანი თუ შინაგანი, დიდი თუ მცირე, არა წარვწყმიდოთ, არამედ ვიხმაროთ გონივრად და სასარგებლოდ. ხოლო უმეტესად უნდა გვახსოვდეს ის, რომელნიც არიან უძვირფასესნი, ღვთისაგან მოცემულნი ნიჭნი: სიცოცხლე, სიმრთელე, ჭკუა, უკვდავი სული და არ დავღუპოთ, არ წარვწყმიდოთ იგინი, არამედ გონივრად მოვიხმაროთ, სადიდებელად ღვთისა და სასარგებლოდ მოყვასთა ჩვენთა.
link
ფრიად საჭიროა, რომ კაცი მიეჩვიოს და ისწავლოს დაზოგვა, შენახვა, გონივრად მოხმარება ყოვლისა, რასაც ღმერთი მას მისცემს. ეს რომ ყოველ კაცს ახსოვდეს, მაშინ ქვეყანაზე არ იქნება ისრეთი სიღარიბე, როგორიც არის ეხლა. საუბედუროდ, მრავალთა კა...
იხილეთ სრულად
ფრიად საჭიროა, რომ კაცი მიეჩვიოს და ისწავლოს დაზოგვა, შენახვა, გონივრად მოხმარება ყოვლისა, რასაც ღმერთი მას მისცემს. ეს რომ ყოველ კაცს ახსოვდეს, მაშინ ქვეყანაზე არ იქნება ისრეთი სიღარიბე, როგორიც არის ეხლა. საუბედუროდ, მრავალთა კაცთა ისეთი თვისება აქვს, რომელ თავის მოწონებისათვის და გამოჩენისათვის არ ჰზოგვენ ხარჯს, ჰღუპავენ უმეტესსა ნაწილსა თვისი ქონებისასა. მდიდარი კაცი რომ ესრედ იქცეოდეს, ისიც ფრიად გასამტყუნებელია, ამისთვის რომელ უსარგებლო ხარ...
საყდარი არის მანუგეშებელი კაცისა ყოველთა შინა მისთა მწუხარებათა; საყდარი არის განმაღვიძებელი კაცისა ყოვლისა კეთილისა საქმისათვის; საყდარი არის განმანათლებელი კაცისა ყოველთა შინა სულიერთა ნივთთა და საქმეთა; საყდარი არის სულიერი გამ...
იხილეთ სრულად
საყდარი არის მანუგეშებელი კაცისა ყოველთა შინა მისთა მწუხარებათა; საყდარი არის განმაღვიძებელი კაცისა ყოვლისა კეთილისა საქმისათვის; საყდარი არის განმანათლებელი კაცისა ყოველთა შინა სულიერთა ნივთთა და საქმეთა; საყდარი არის სულიერი გამზრდელი კაცისა და შემაერთებელი კაცთა. სოფელი გაჰყოფს კაცთა, გააშორებს მოყვასთა მოყვასისაგან, ეკლესია შეაერთებს ყოველთა, რათა ერთითა ბაგითა და ერთითა გულითა უგალობდნენ და აქებდნენ ერთსა ზეციერსა ყოველთა მამასა და შემოქმედს...