ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ჭეშმარიტი სითბო ღბთის საჩუქარია, მაგრამ არსებობს ნატურალური სითბოც, პირადი ძალისხმევის ან თავისუფალი განწყობის ნაყოფი. ისინი ისევე შორს დგანან ერთმანეთისაგან, როგორც ცა და დედამიწა. თუ რომელია თქვენში, ეს ჯერ არ ჩანს, შემდგომში კი გამომჟღავნდება. თულკი აზრებმა დაგღალეს, არ გნებდებიან ღვთის წინაშე დგომისას, ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენი სითბო ღვთისაგან კი არაა, არამედ საკუთარია...
ღვთისაგან ბოძებული სითბოს თავდაპირველი ნაყოფი აზრების მოკრეფისა და მუდამ ღვთისაკენ მიმართვის უნარია. ამ დროს ის ხდება, რაც შეემთხვა სისხლმდინარე ქალს: "დასცხრა წყარო იგი სისხლისა მისისა..." ხოლო ჩვენს შემთხვევაში, ცხრება აზრების დინება.
თუ გაგვაჩნია ბუნებრივი სითბო, ჩავთვალოთ ის ერთგვარ შემამზადებელ საფეხურად ღვთიური სითბოს მისაღებად. ამავე დროს, მტკივნეულად განვიცადოთ ღვთის მოქმედების სიმწირე ჩვენს გულში და ტკივილით ვევედროთ უფალს მოუწყინებლად: "მოწყალე მექმენ! ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან!.. გამოაჩინე ნათელი პირისა შენისა!.." და გავაძლიეროთ სხეულის დათრგუნვა კვეაში, ძილში, შრომასა და მათ მსგავს ღვაწლში. და მაინც, მთავარია, მთლიანად ჩავბარეთ ღმერთს. ჭეშმარიტი სითბო ღბთის საჩუქარია, მაგრამ

ჩვენში კი, საყვარელნო, ფიზიკური შრომა არა იშვიათად სათაკილოდ მიაჩნიათ. სამართლიანია განა ასეთი დამოკიდებულება ფიზიკურ შრომისადმი? მეცნიერული განათლება განა აძლევს უფლებას ადამიანს, რომ უგულებელყოს მან ხელოსნობა და სხვადასხვა სამეურნეო თუ საოჯახო სამუშევრები, საჭირო და აუცილებელი ადამიანისათვის სამარდღეო ცხოვრებაში? ან როგორი შრომა ჩაითვლება დამამცირებლად ადამიანის ღირსებისათვის? ფრიად სამოძღვრებელ მაგალითს ამ შემთხვევაში გვაძლევს ჩვენ მისი სახით, წმ. მოციქული პავლ. მან ფართო განათლება მიიღო: სწავლობდა საღმრთო სჯულს და სხვადასხვა მეცნიერებას, ებრაულს და ბერძნულს. მაგრამ ამავე დროს მისმა მშობლებმა სიყრმიდანვე შეასწავლეს მას ადგილობრივი ხელობაც, სახელდობრ, მატყლისაგან კარვების კეთება, რომელსაც მაშინ დიდი გამოყენება ჰქონდა, როგორც კარგ შემოსავლიან წყაროს. ამრიგად, ღრმა განათლება მოციქულის მაღალი წოდება, განუწყვეტელი ქადაგება სხვადასხვა ადგილებში, სულიერი შრომა, ეს ყოველივე არ აბრკოლებდა წმ. მოციქულს, რომ ხელობა დაეტოვებინა და ფიზიკური შრომა არარად ჩაეთვალა, როგორც ადამიანისათვის დამამცირებელი საქმიანობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენში კი, საყვარელნო, ფიზიკური შრომა არა


მოძღვრის აზრის მორჩილებაა მთავარი

მორჩილება არ ნიშნავს მხოლოდ მორჩილების საქმეს. მოძღვრის აზრის მორჩილებაა მთავარი, ამიტომ სულიერ ღვაწლში მოძღვრის რჩევას უნდა დაემორჩილო. არც ერთი ბრძოლა მოძღვრის გარეშე არ წამოიწყო. ძველად მორჩილები მოძღვარს წყლის ყოველი ყლუპის დალევასაც კი ეკითხებოდნენ. მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა, რომ მორჩილები საკუთარი ღვაწლით არ მოხიბლულიყვნენ და მათ შრომას ფუჭად არ ჩაევლო. მორჩილება არ ნიშნავს მხოლოდ მორჩილების


ეს ხმა ეშმაკისგანაა

ხმა, რომელიც მოგესმა და რომელმაც გითხრა: „ქრისტემ განგწმინდა ცოდვებისგან და მოაკვდინა შენი ვნებები" – ეშმაკისგანაა; ეს პირველი საფეხურია, რომელსაც ადამიანი ხიბლისა და დაღუპვისკენ მიჰყავს. თუ ადამიანი ამ ხმას ისმენს, ყურად იღებს, მისი გული ეშმაკის სიტყვებს ჭეშმარიტებად მიიჩნევს და დაეთანხმება, მაშინ ბოროტი მყისვე გრძნობადად შემოდის და თანდათან იპყრობს ადამიანს. მისგან გათავისუფლება კი დიდ შრომას მოითხოვს.
ამიტომ, შვილო, კარგად მოქცეულხარ, ყურადღება რომ არ მიაქციე და თავი დაიდანაშაულე. სხვა დროს, თუ რაიმეს მოისმენ, თქვი: „ამას მოძღვარს ვეტყვი და როგორც დამარიგებს, ისე მოვიქცევი“. ეშმაკს ძალიან ეშინია მოძღვართან შენი აღსარების თქმისა, რადგან იცის, რომ ეს მის ყველა მახეს დაარღვევს! ხმა, რომელიც მოგესმა და რომელმაც გითხრა:

რა არის გულის უბრალოება?
ვინც უბრალოა გულით, ის კარაგად გრძნობს თავს ადამიანებთან ურთიერთობაში; მათდამი კეთილი, თავაზიანი, ალერსიანი, არამედიდური, მშვიდი დამოკიდებულება აქვს. სწორედ ეს არის გულის უბრალოება. გულით უბრალო ადამიანი არასოდეს არავის აწყენინებს, გზაზე არავის გადაეღობება, არავის განიკითხავს, არავისი შეშურდება. ვინც უბრალოა გულით, მას შეუძლია დიდი შრომაც - ყველაზე უბრალოც და მძიმეც; ის უპრეტენზიოა საჭმლის და ჩასაცმლის მიმართ, არ მოითხოვს და არ ეძებს კეთილმოწყობილ ცხოვრებას, რადგან უბრალოებას მისი გული მუდმივ ყვედრებაში უჭირავს; იგი თავის უღირსობის შეგრძნებით ცხოვრობს. ვინც უბრალოა გულით, ის თანაუგრძნობს ღარიბებს.
ვინც უბრალოა გულით, ის კარაგად გრძნობს თავს


ამაზე ფიქრით მშვიდობა მატულობს

იმისთვის, რომ ქრისტიანის სულში ღვთის მშვიდობა დამკვიდრდეს, უპირველესად, საჭიროა საღვთო შრომა – სულიერი შრომა, გულისხმისყოფა და მზეზე უფრო კაშკაშა, სუფთა, მართალი სინდისი, რომელიც პირნათლად ასრულებს ყველაფერს, რაც ევალება.
მაშინ ეს სული ძვირფას ძღვენს, ღვთის მშვიდობას მიიღებს და ამით დატკბება. ის სასძლოსავით ესაუბრება თავის უმშვენიერეს სიძეს, იესოს, მარადიულ ქორწინებასა და ზეცის სულიერ სიმდიდრეზე. ამაზე ფიქრით მშვიდობა მატულობს და უტკბესი ცრემლები მოედინება! იმისთვის, რომ ქრისტიანის სულში ღვთის მშვიდობა

ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმატესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა და თუ სხვა მახლობელის მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმერთმა მას მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებანი იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს. ძველებური აღზრდა ქალს სწორედ თავისი მოვალეობის, დანიშნულების აღსრულებისათვის ამზადებდა. პირველ რიგში, გასაოცარი იყო სიყვარული და ერთობა ქალისა ქმრისადმი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმარი უღირსი იყო. დღეს შინიდან გამოსული და განათლებული ქალი ხშირად შეურაცხყოფს მეუღლეს, თუ იგი ქცევითა და ღირსებით მასზე ნაკლებია. მეორე - ასევე გასაოცარი და საკვირველი იყო ძველ წესზე აღზრდილი ქალების თავშეწირული სიყვარული შვილებისადმი. მათი მესამე ღირსება სიმდაბლე და სიმშვიდე იყო. ზოგიერთები იმდენად თავმდაბალნი იყვნენ, თუმცა მთელ სიცოცხლეს მახლობელ და საყვარელ ადამიანებს სწირავდნენ, ამაში ვერაფერ განსაკუთრებულსა და უჩვეულოს ვერ ხედავდნენ. ამას ემატებოდა მათი დაუცხრომელი შრომა და დაუძინებელი ზრუნვა ოჯახისათვის. მსგავსად დაუღალავი ფუტკრისა. ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით

ყოველ განსაცდელსა თუ გასაჭირში მოთმინება გმართებს, და იგია მათზე გამარჯვება. აღნიშნე იმათი სახელები, ვინც განსაცდელის ჟამს სიკვდილამდე დაითმინა, როცა ნერწყვი სისხლად ექცეოდათ პირში, რათა ხმა არ გაეღოთ. მათ მიმართ იქონიე დიდი მოწიწება და პატივი მიაგე, როგორც მოწამეებსა და აღმსარებლებს. ისინი და მათი მსგავსნი მიყვარს, მათ ვეამბორები და მათ გამო ყოველდღე უკანასკნელ წვეთამდე უნდა დავთხიო სისხლი ქრისტეს სიყვარულში. რადგან ხედავ, რომ ურჩევნია ათასჯერ მოკვდეს მოთმენისას, ვიდრე ცივი სიტყვა დასცდეს. და როცა მას ადამიანები ახრჩობენ, მას სიმართლე ახრჩობს, ახრჩობს შინაგანი გულისსიტყვაც, იგი ბრძოლაში უძლურდება და მკვდარივით ეცემა, და მაშინ ისევ აგრძელებს განსაცდელთან გონიერად შერკინებას და მთელ სიმძიმეს თავის თავზე იღებს, განიცდის და დამნაშავესავით ოხრავს.
ამრიგად, არაფერი ისე არ მწადია და ისე ძლიერ არ მიყვარს, როგორც იმის გაგონება, რომ განსაცდელში მოთმინებას იჩენთ.
რადგან ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს ყოველ განსაცდელსა თუ გასაჭირში მოთმინება


მიწა საზრდოს აძლევს და კურნავს კიდეც მშრომელს

ცალკეული ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა იღვწოდეს თავის ადგილზე, მაგრამ არის შრომა, რომელიც საჭიროა ყველასათვის - ეს არის მიწაზე მუშაობა. მიწა არა მარტო საზრდოს აძლევს კაცს, არამედ კურნავს კიდეც მას. ცალკეული ადამიანი, რა თქმა უნდა, იღვწოდეს

რა არის მარხვა?
მარხვა იგივე შრომაა, მხოლოდ შრომა არ ფიზიკური, არამედ სულიერი. მისი მიზანია სულისა და ხორცის განწმენდა, ღმერთთან შერიგება, კეთილი თესლის დათესვა, ღვარძლის (ცუდი ჩვევების) კი - დათრგუნვა. მარხვა არის დიდი სიმკაცრე ჭამასა და ძილში, ცხოვრებისეული საზრუნავისა და საქმიანობის შეწყვეტა, ღვთის სიტყვის კითხვა, ეკლესიაში სისტემატიური სიარული, განმარტოებაში საკუთარი სინდისის განხილვა. მარხვა არის ფიხიზელი მდგომარეობა სულისა, რომელიც მთელი ყურადღებით ცხონების საქმით არის დაკავებული; ეს არის თავისი ცოდვიანობის შეცნობა და ტირილი ამის გამო; ეს არის სინანული, რომელიც მთავრდება აღსარებით მოძღვრის წინაშე.
მარხვა არის ყოველი სიამოვნებისაგან თვითნებური თავის შეკავება, თვითნებურს იმიტომ ვამბობთ, რომ იძულებით თავშეკავება, მაგალითად, სიღარიბის ან ავადმყოფობის, ან პატივმოყვარეობის გამო, მარხვად არ ჩაითვლება, რადგან ის გაჭირვების შედეგია და არა კეთილი ნების.
მარხვა იგივე შრომაა, მხოლოდ < =_0> არ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3