მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
ბერის პირველი მცნება, რომელზეც მთელი ბერმონაზვნობაა დაფუძვნებული, მორჩილება და საკუთარი ნების სრული აღკვეთაა. ამ მცნების დარღვევას შედეგად მოჰყვა საყოველთაო დამღუპველი ადამის პირველქმნილი ცოდვა, და თუ ხსნილია კაცობრიობა - კვლავ მო... იხილეთ სრულად
მორჩილება უმთავრესია, ლოცვასა და მარხვაზე მთავარიც კი! არ შედრკე და თანამოძმეთაგან წყენა უდრტვინველად დაითმინე, რადგან ბერი, ვითარცა ხმალი, ყველასაგან ნაცემი და ნაბეგვი უნდა იყოს. არ არის წინამძღვრის განკითხვასა და მისდამი დაუმორჩ... იხილეთ სრულად
31. გვმართებს კი ჩვენ, კვინობში (მონასტერი) მცხოვრებთ, რომ ნებაყოფლობითი არჩევანით და მოწადინე გულით მოვიკვეთოთ ყველა ჩვენი ნება წინამძღვრის წინაშე და, ღვთის თანაშეწევნით, როგორღაც ჩვენც გავხდეთ ადვილსააღვირენი (ადვილსამართავნი) დ... იხილეთ სრულად
182. ვინც მორჩილს შეუნდობს უჯერო შემოპასუხებას, ამგვარი მოქმედებით შეცდომაში შეჰყავს იგი და ხელს უწყობს მას მორჩილების აღთქმის დარღვევაში.
161. ვინც მორჩილებითა და ლოცვით ებრძვის თავის ნება–სურვილს, დახელოვნებული მოასპარეზეა, გრძნობადთა უარყოფის გზით თვალნათლივ გამაცხადებელი გონითი ბრძოლისა.
160. ვინც ვნებადია, მართებს მას ლოცვა და მორჩილება, რადგან ამათი შეწევნითაც კი ძნელად თუ ხერხდება ძველ ჩვევებთან ბრძოლა.
ღმრთის შიში გქონდეთ, რათა არ ეურჩოთ თქვენს წინამძღვარს. რადგან მასთან კი არ გაქვთ საქმე, არამედ ღმერთთან, რომელიც მორჩილებას ითხოვს სულის ცხონებისათვის
მორჩილების ტვირთი მიჩნეულია სხვა სათნოებათა შედეგად, ისევე, როგორც უფლის ვნებათა ჯვარი. და როგორც ავაზაკი შევიდა სამოთხეში ჯვრით, ასევე ჩვენც მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში
მამისადმი მორჩილება მხოლოდ სრულიად წმიდა სინდისის მქონემ მოიპოვა. მას სიკვდილისა უკვე აღარ ეშინია, არამედ ყოველდღიურად ელის მას, როგორც ძილს, უკეთ რომ ვთქვათ - როგორც სიცოცხლეს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მისი სულის განსვლისას... იხილეთ სრულად