მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
გარკვეულწილად უფალმა სამყარო ისე მოაწყო, რომ საჭიროებისამებრ ყველას ვიღაცისადმი დამორჩილება მართებს: ქვეშევრდომებს - უფროსების, ბავშვებს - მშობლების, ცოლებს - ქმრების და ასე შემდეგ. ყველგან შეგუება, საკუთარი ნების უგულებელყოფა და ... იხილეთ სრულად
ნამით მორწყული მიწა ნაყოფიერების დედაა, ხოლო სიწმინდის დედა დაყუდებასთან ერთად მორჩილებაა. ვინც სხეულის უვნებლობა დაყუდებით მოიპოვა, სოფელთან ხშირი სიახლოვისას შეიძლება შეურყეველი ვერ დარჩეს, ხოლო ვინც ის მორჩილებით შეიძინა, ყველგ... იხილეთ სრულად
ბერის პირველი მცნება, რომელზეც მთელი ბერმონაზვნობაა დაფუძვნებული, მორჩილება და საკუთარი ნების სრული აღკვეთაა. ამ მცნების დარღვევას შედეგად მოჰყვა საყოველთაო დამღუპველი ადამის პირველქმნილი ცოდვა, და თუ ხსნილია კაცობრიობა - კვლავ მო... იხილეთ სრულად
მორჩილება უმთავრესია, ლოცვასა და მარხვაზე მთავარიც კი! არ შედრკე და თანამოძმეთაგან წყენა უდრტვინველად დაითმინე, რადგან ბერი, ვითარცა ხმალი, ყველასაგან ნაცემი და ნაბეგვი უნდა იყოს. არ არის წინამძღვრის განკითხვასა და მისდამი დაუმორჩ... იხილეთ სრულად
31. გვმართებს კი ჩვენ, კვინობში (მონასტერი) მცხოვრებთ, რომ ნებაყოფლობითი არჩევანით და მოწადინე გულით მოვიკვეთოთ ყველა ჩვენი ნება წინამძღვრის წინაშე და, ღვთის თანაშეწევნით, როგორღაც ჩვენც გავხდეთ ადვილსააღვირენი (ადვილსამართავნი) დ... იხილეთ სრულად
182. ვინც მორჩილს შეუნდობს უჯერო შემოპასუხებას, ამგვარი მოქმედებით შეცდომაში შეჰყავს იგი და ხელს უწყობს მას მორჩილების აღთქმის დარღვევაში.
161. ვინც მორჩილებითა და ლოცვით ებრძვის თავის ნება–სურვილს, დახელოვნებული მოასპარეზეა, გრძნობადთა უარყოფის გზით თვალნათლივ გამაცხადებელი გონითი ბრძოლისა.
160. ვინც ვნებადია, მართებს მას ლოცვა და მორჩილება, რადგან ამათი შეწევნითაც კი ძნელად თუ ხერხდება ძველ ჩვევებთან ბრძოლა.
ღმრთის შიში გქონდეთ, რათა არ ეურჩოთ თქვენს წინამძღვარს. რადგან მასთან კი არ გაქვთ საქმე, არამედ ღმერთთან, რომელიც მორჩილებას ითხოვს სულის ცხონებისათვის