მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმიდა სინოდი, მონასტერში – მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმიდა სინოდი, მონასტერში – მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯელონ. მონასტრის წინამძღვარმა თუ იღუმენიამ და მონასტრის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიის წინამძღოლი არის უპირველესი თანასწორთა შორის. პატრიარქი პაპი არ არის, მას მღვდლობის იგივე ხარისხი აქვს, რაც დანარჩენ ...
მართლმადიდებელი ეკლესია ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონი მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონი მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
მართლმადიდებელ ეკლესიას უბრალოდ ეკლესიას უწოდებენ. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალემში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელ ეკლესიას უბრალოდ ეკლესიას უწოდებენ. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალემში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილებები და არ საჭიროებს თავისი უტყუარობის, ჭეშმარიტების მტკიცებას, სრულიად აშკარაა, რომ მასში, მისი სახით დღეს კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს მოციქულთა ეკლესია.
კარგი იქნებოდა ეკლესიაში ყოფილიყვნენ ბრძენი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ჩვენთვის არის აუცილებელი ეკლესია, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხა...
იხილეთ სრულად
კარგი იქნებოდა ეკლესიაში ყოფილიყვნენ ბრძენი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ჩვენთვის არის აუცილებელი ეკლესია, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხადია, რომ ის ღვთის განდიდებას უნდა მოვახმაროთ, მაგრამ ჩვენს წვლილზე გადაჭარბებული წარმოდგენა ნუ გვექნება. ჩვენ „მონანი ვართ უხმარნი“ (ლუკ. 17, 10).
თუ გსურს ეკლესიას დაეხმარო, ეცადე რომ სხვები კი არა, საკუთარი თავი გამოასწორო. თუ საკუთარ თავს გამოასწორებ, ეკლესიის ნაწილი მაშინათვე გამოსწორდება. აშკარაა, რომ თუ ყველა ამგვარად მოიქცევა, ეკლესიაში სრული წესრიგი დამყარდება. მაგრა...
იხილეთ სრულად
თუ გსურს ეკლესიას დაეხმარო, ეცადე რომ სხვები კი არა, საკუთარი თავი გამოასწორო. თუ საკუთარ თავს გამოასწორებ, ეკლესიის ნაწილი მაშინათვე გამოსწორდება. აშკარაა, რომ თუ ყველა ამგვარად მოიქცევა, ეკლესიაში სრული წესრიგი დამყარდება. მაგრამ დღეს ადამიანები საკუთარი თავის გარდა, ნებისმიერი რამით არიან დაკავებულნი, იმიტომ, რომ ეს გაცილებით ადვილია, საკუთარი თავის მიხედვას კი შრომა სჭირდება.
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხებს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კურნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა და მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს...
იხილეთ სრულად
თუ ავად გახდი, ეკლესია შენთვის ილოცებს, ზეთს აკურთხებს, იესო ქრისტეს სახელით გცხებს და სნეულებათა კურნებასა და ცოდვათა შენდობას მოგანიჭებს. როდესაც ამ სოფლიდან წახვალ, ეკლესია მიგიძღვის ლოცვითა და მსხვერპლის შეწირვითა და შენს სულს უფალს ავედრებს. და ბოლოს, როცა ყველა შენ მახლობელს დაავიწყდები, ეკლესია მაშინაც არ დაგივიწყებს, რადგან იგი გარდაცვლილთ ყველა წირვა–ლოცვის დროს იხსენიებს და მათ სულებს ღმერთს ავედრებს. ერთი სიტყვით, დაბადებიდან სიკვდილამ...
ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღბეს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია, ...
იხილეთ სრულად
ვინც ეკლესიას არ ეკუთვნის, ის ქრისტიანი არაა, რადგან იესო ქრისტეს მადლს ვერ მიიღბეს. რა სახით გადმოგვცემს ეკლესია იესო ქრისტეს მადლს? პირველ რიგში ნათლისღებით, შემდეგ სახარებისა და საერთოდ საღმრთო წერილის სწავლებით; რაც მთავარია, ეკლესია არა მხოლოდ იესო ქრისტეს მადლს გვაზიარებს, არამედ გვაერთებს მასთან, როცა უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ეკლესია არასოდეს დაგტოვებს ობლად, სიხარულისა და მწუხარების ჟამს, ჭირსა თუ ლხინში, წმინდა ეკლესია მიგვიძღვ...
ვინ კადნიერდება ღვთის საქმეს შეჰრიოს საქმე ვნებისა, დაბრმავებისა, უგუნურებისა და ავისზრახვისა? – მტერი ეკლესიისა. ვინაა მტერი ესე, ეგოდენ თავხედი, ღმერთთან ბრძოლას რომ ბედავს, და იმდენად ძლიერი, რომ ერთი შეხედვით, წარმატებაც კი აქ...
იხილეთ სრულად
ვინ კადნიერდება ღვთის საქმეს შეჰრიოს საქმე ვნებისა, დაბრმავებისა, უგუნურებისა და ავისზრახვისა? – მტერი ეკლესიისა. ვინაა მტერი ესე, ეგოდენ თავხედი, ღმერთთან ბრძოლას რომ ბედავს, და იმდენად ძლიერი, რომ ერთი შეხედვით, წარმატებაც კი აქვს ამ ბრძოლაში?! ღვთის თქმულისაებრ, „მტერი ესე ეშმაკი არს“. რა ესაქმება ეშმაკს ეკლესიასთან? იგივე, რაც ბოროტმოქმედს ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების ბილიკზე კეთილ ადამიანებთან, – სხვისი ჩათრევის ავისმოსურნე სურვილი წარწყმედაში, ...
ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე, თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსიც იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ ამ ერთი უსჯულოების – ქრისტეს ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა!