ურწმუნოებისა და მონობის ხანა თავისუფლებამ და ცხოვრების ახალმა წესმა შეცვალა, მაგრამ მას ხალხი მოუმზადებელი შეხვდა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, რა არის სინამდვილეში თავისუფლება.
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი, ამავე დროს, საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალება...
იხილეთ სრულად
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელი, მაგრამ იგი, ამავე დროს, საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.
ზოგიერთებს ნერვული სისტემა იმდენად გადაეღალათ, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშიღა ხედავენ. ის კი არ იციან ან ავიწყდებათ, რომ ამით თავს საშინელი მარადიული სატანჯველისთვის იმეტებენ.
ჩვენ შეიძლება განსხვავებული სურვილები გვქონდეს, განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები, მაგრამ სამართლიანობა, ღრმა ანალიზის უნარი და სიყვარული მუდამ უნდა იყოს ჩვენი თანამდევი, ესაა საფუძველი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისა როგორც ცალკეულ პ...
იხილეთ სრულად
ჩვენ შეიძლება განსხვავებული სურვილები გვქონდეს, განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები, მაგრამ სამართლიანობა, ღრმა ანალიზის უნარი და სიყვარული მუდამ უნდა იყოს ჩვენი თანამდევი, ესაა საფუძველი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისა როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის.
თითოეულმა თქვენთაგანმა ყოველდღიურად სასოებით უნდა შესთხოვოს უფალს თქვენი თავის, თქვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილწარმატებისთვის, რათა ადამის მოდგმისთვის ხსნისა და განახლების მომნიჭებელმა მაცხოვარმა მოწყალებით გად...
იხილეთ სრულად
თითოეულმა თქვენთაგანმა ყოველდღიურად სასოებით უნდა შესთხოვოს უფალს თქვენი თავის, თქვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილწარმატებისთვის, რათა ადამის მოდგმისთვის ხსნისა და განახლების მომნიჭებელმა მაცხოვარმა მოწყალებით გადმოხედოს საქართველოს და მკვიდრთა მას შინა.