ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
გვეშინოდეს, შვილებო, რომ დარიგებების მიმართ ურჩნი არ ვიყოთ, რადგან მათი დარღვევისა და ურჩობისთვის აუცილებლად დავისჯებით. დაე, ამისთვის ვიღვაწოთ. მაშ ასე, დაემორჩილეთ ბრძანებას, რომ სიყვარულისა და მორჩილების გვირგვინი მიიღოთ, როცა ... იხილეთ სრულად
მოდით, დავფიქრდეთ, შვილებო, ზეცაში ანგელოზები ხომ არ ეპასუხებიან, არ ეურჩებიან უფალს, თავიანთი ნების თანახმად ხომ არ იქცევიან, ხომ არ მტრობენ, არ სძულთ ერთმანეთი, ხომ არ ტოვებენ ღვთის საყდრის წინაშე თავიანთი მსახურების ადგილს? რა ... იხილეთ სრულად
სიყვარული ის უძლეველი ძალაა, რომელიც მონასტრის წევრებს კრავს ერთ სხეულად, რომლის თავიც წინამძღვარია. ეს ძალა ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება, იბრძოლებს საპირისპირო ძალის, ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც წევრების ერთობისგან ჩამ... იხილეთ სრულად
მისთვის, ვისაც უყვარს, სიყვარული სულის საფუძველი, საძირკველი და საფარველია; ამ სულში ღმერთია დამკვიდრებული და ამის გამო ყოველ წუთს ნათელ სიხარულს განიცდის!
გვეშინოდეს, შვილებო, ძმის მიმართ გულგრილობის, მტრობის და ამის თანმხლები სხვადასხვა გულისსიტყვისა, რომლებსაც სული ნელ-ნელა დემონურ სიძულვილამდე მიჰყავს. თუკი ჩვენი ხსნის მტერს – ეშმაკს, როგორც უფალს, ისე დავემორჩილებით, აურაცხელ ბო... იხილეთ სრულად
ჩვენი უფლისგან, იესოსგან უმნიშვნელოვანესი მცნება გვაქვს მოცემული – გვიყვარდეს ერთმანეთი. ეშმაკმა კი თავის მორჩილებს ურთიერთსიძულვილის მცნება მისცა. შესაბამისად, ვის მცნებასაც დავიცავთ, მისი მოწაფეები და მორჩილები ვიქნებით.
„ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკლველი არს" (1 იოან. 3, 15), სულიერ წყვდიადში იმყოფება და არ იცის, საით მიდის.