გამხნევდი, შვილო. იარე წმინდა და სახელოვანი გოლგოთისკენ. იქ ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცმევით, რათა ცხოვრებაშემოსილ საფლავთან მივიდეთ და სულის აღდგომა განვიცადოთ.
მოითმინე სულის სიმტკიცითა და სიმამაცით და შენც თქვი წმინდა პავლე მოციქულთან ერთად: არა მარტო ბორკილები, არამედ – სიკვდილიც ჩემი ქრისტესთვის. „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8. 35) ვერც ჭირი, ვერც მწუხარება, ...
იხილეთ სრულად
მოითმინე სულის სიმტკიცითა და სიმამაცით და შენც თქვი წმინდა პავლე მოციქულთან ერთად: არა მარტო ბორკილები, არამედ – სიკვდილიც ჩემი ქრისტესთვის. „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8. 35) ვერც ჭირი, ვერც მწუხარება, ვერც სნეულება; ღვთის სიყვარულის გამო სიკვდილისთვისაც მზად ვართ.
ღვთის სიყვარული შენში მაშინ უფრო ჩანს, როცა ავადმყოფობ. უფალი მამობრივად დროებით გწვრთნის, რათა მისგან მიღებული მადლი ამ ჩვენი წარმავალი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნო, სიკვდილის შემდეგ კი ის საუკუნოდ შენთან დარჩება.
იმ დროსაც კი, როცა ჩვენი უგულისხმობის გამო ვიტანჯებით, ღმერთი არ გვტოვებს, არამედ თავის მადლს გვიგზავნის და გვანუგეშებს, რომ სიმძიმე ვიტვირთოთ. შენშიც ასე ხდება, შვილო. რაც ნახე და იგრძენი, ღვთის მადლი იყო. ის შენზე ძიძასავით ზრუნ...
იხილეთ სრულად
იმ დროსაც კი, როცა ჩვენი უგულისხმობის გამო ვიტანჯებით, ღმერთი არ გვტოვებს, არამედ თავის მადლს გვიგზავნის და გვანუგეშებს, რომ სიმძიმე ვიტვირთოთ. შენშიც ასე ხდება, შვილო. რაც ნახე და იგრძენი, ღვთის მადლი იყო. ის შენზე ძიძასავით ზრუნავს, სანამ გამოცდილებით გაიზრდები. ღვთის მიერ შენზე დაშვებული ტანჯვა იმის მაჩვენებელია, რომ ჯერ კიდევ ასეთ წვრთნას საჭიროებ.