უფალი იესო ქრისტე - ციტატები, გამონათქვამები
მიწაზე ჩამოსულმა ძე ღვთისამ არ დატოვა თავისი ზეციური მამა, ხოლო როცა ზეცად ავიდა, არ მიუტოვებია მისი სახელის მორწმუნენი
ჩვენი სიყვარული - ქრისტეს ვნებებს, ჩვენი რწმენა მის აღდგომას, სასოება მის ამაღლებას ეფუძნება
ქრისტემ როგორც თავისი აღდგომით შემუსრა ჯოჯოხეთის კარი და მორწმუნეებს გაუხსნა მისგან გამოსასვლელი გზა, ასევე თავისი ამაღლებით იგი აღებს ზეცის კარს და მორწმუნეებს მასში შესასვლელს უხსნის
არა - პირველ დღეს, არა - სიკვდილისთანავე აღდგა უფალი, რათა ეკურთხებინა ჩვენი გზა საფლავისაკენ და იმედით გაენათლებინა ჩვენი საფლავები, - მეორე დღეს, შაბათსაც არ აღდგა იგი, რათა დაეცვა შაბათის უქმის სჯული და საფლავში ხანგრძლივი ყოფნ... იხილეთ სრულად
ქრისტემ თავისი სიკვდილით დაამარცხა ცოდვა და თავისი აღდგომით დაამარცხა სიკვდილი
როდესაც ქარიშხალი არყევს ჩვენი სულის ხომალდს, მაშინ გავაღვიძოთ ქრისტე ლოცვით და მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს სულში (ლკ. 8, 23-24).
ადამის ძეთა ბუნება მიისწრაფის ამაღლდეს გრძნობადიდან სულიერამდე, მსგავსად იმისა, ზოგჯერ თევზი წყლიდან რომ ზეცას მიელტვის: მაგრამ როგორც ადვილად და სწრაფად ვარდება თევზი წყალში, ასევე სწრაფად ვეფლობით გრძნობადში. მხოლოდ ქრისტეს მადლ... იხილეთ სრულად
ჩვენ ქრისტეს ჯვარს ვუცქერთ და ვკითხულობთ მის ვნებებს, თავად კი ერთი წყენაც ვერ აგვიტანია.