გეშინოდეს ღვთისა – ესაა ნამდვილი სიბრძნე
გეშინოდეს ღვთისა – ესაა ნამდვილი სიბრძნე
შენი ძლიერება დაამყარე ღმერთზე, რომელიც გიხსნის სულმოკლეობისა და ნიავქარისგან“ (ფსალმ. 54, 8).
მტკიცედ იდექი, მჭიდროდ შემოირტყი სარტყელი და ბრძოლისთვის განემზადე, რადგან მატერიალური ნივთების მოსაპოვებლად კი არ იბრძვი, არამედ ზეციური, ღვთაებრივი მემკვიდრეობის მისაღებად, ისეთის, როგორზეც პავლე მოციქული გვეუბნება: „რომელი თუალ... იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვ... იხილეთ სრულად
დღეები მიდის; როდისღა ვაიძულებთ თავს, რომ საფულე სულიერი ფულით გავივსოთ? სიკვდილი მოულოდნელად მოვა. სიცოცხლის ძაფი უეცრად გაწყდება და ვაი მას, ვინც ღვთის სასუფევლის ღირსი არ აღმოჩნდება. ისწრაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე;... იხილეთ სრულად
თავი აიძულეთ, შვილებო, სულიერი მოვალეობების შესასრულებლად. თავის მაიძულებლები გამარჯვების გვირგვინებს მიიტაცებენ, ხოლო უდებები და მცონარები სირცხვილსა და ყვედრებას მოიმკიან! თავი აიძულეთ, რომ მოიპოვოთ ღვთის სასუფეველი.
თუკი ჩვენი არჩევანი ეშმაკთან ბრძოლაა, ბრძოლა რატომ გვიკვირს? ჩვენი მონდომების ლამპარი ანთებული გვქონდეს და მოთმინებითა და სიფხიზლით დაველოდოთ უფალ იესოს მოსვლას.
გამხნევდი, შვილო! მტრის წინააღმდეგ თავი მაღლა გეჭიროს, რადგან ჩვენ წმინდა გოლგოთის ფრონტზე ბრწყინვალედ გამარჯვებული დიდი მეუფის მხედრები ვართ. თუ დავმარცხდებით, ისევ წამოვდგეთ, იქვე შევიხვიოთ ჭრილობები და მხნედ, მტკიცე გულით კვლავ... იხილეთ სრულად
მუდმივი თავის იძულებაა საჭირო, სულელი ქალწულებივით ქრისტეს სასძლოს გარეთ რომ არ დავრჩეთ. სულიერ საქმეში თავის იძულებით ჩვენი სულის ლამპარი მუდამ ანთებული უნდა გვქონდეს, რომ ვიხილოთ სასძლოში შემავალი ქრისტე და მასთან ერთად ჩვენც შე... იხილეთ სრულად
ისწრაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე; ნუ დაიღლებით. დაჰკარით ეშმაკს, შფოთი კი სიყვარულით განდევნეთ.