სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
თუკი მსოფლიოში იქადაგება სინანული, მაშინ ის მას ყველაზე უკეთ დაეხმარება. იმისათვის, რომ სარგებლობა მიიღო, უნდა წაიკითხო რაც შეიძლება მეტი წმიდანის ცხოვრება, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ სინანულს. უფლისათვის სინანულის მონიჭების თხოვნა ნიშნავს ითხოვო განათლება. თუ სინანულს გამოვითხოვთ და ძლიერად მოვინანიებთ, ბუნებრივია, დიდი სიმდაბლეც მოგვეცემა. და მაშინ აუცილებლად მოვა დიდი მადლი, განათლება ღვთისგან. სინანულში ყოფნისას ადამიანი იცავს საღვთო მადლს.
დიდება უფალს, რომ მან მოგვცა ჩვენ სინანული და ამით ყველანი გადავრჩებით; ვერ გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომელნიც არ ინანიებენ, ამაში მე ვხედავ მათ სასოწარკვეთას. ბევრს ვტირი, მეცოდებიან ისინი. მათ არ იციან სულიწმიდით, რა დიდია მოწყალება უფლისა. ყოველმა სულმა რომ იცოდეს უფალი, რომ იცოდეს რა ძლიერ ვუყვარვართ მას არავინ არათუ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდებოდა, დრტვინვასაც არ დაიწყებდა არასდროს. მშვიდობის დამკარგავმა ყოველმა სულმა უნდა მოინანიოს და უფალი შეუნდობს ცოდვებს; იქნება მაშინ სიხარული სულში და მშვიდობა. თვითონ სულიწმიდა ამოწმებს, რომ ცოდვები მიტევებულია. აი ნიშნები ცოდვათა მიტევებისა: თუ შენ უკვე აღარ გიყვარს ცოდვები, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალმა მიგიტევა შენი შეცოდებანი... და რას ველოდებით? იმას ხომ არა, რომ ვინმემ ზეციდან გვიგალობოს გალობა ზეციური? მაგრამ ზეცაში ხომ სულიწმიდით ცხოვრობს ყველა და ჩვენც ხომ დედამიწაზე უფალმა იგივე სულიწმიდა მოგვცა.
დავეხმაროთ ქვეყნიერებას სინანულში, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა მიიღოს ღვთის კურთხევა. სინანული და აღსარება - აი, რა არის დღეს საჭირო. ჩემი უცვლელი რჩევა ადამიანებისათვის - შეინანეთ და აღსარება თქვით, რათა ეშმაკს წაერთვას უფლება, თქვენ კი აღარ წამოეგოთ ეშმაკის გარეგნულ ზემოქმედებას. იმისათვის რომ ადამიანები მიხვდნენ და შენინანონ, შეჯანჯღარება სჭირდებათ.
ასეა თუ ისე, სინანული დიდებული საქმეა, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერებთ, რომ სინანულით ადამიანს შეუძლია, შეცვალოს ღვთის გადაწყვეტილება. ხუმრობა არაა, რომ ადამიანს ასეთი ძალა აქვს. შენ ბოროტებას აკეთებ? ღმერთი კისერში წაგითაქებს. ამბობ: “ვცოდე”? ღმერთი რისხვას წყალობად ცვლის და თავის ლოცვა-კურთხევას განიჭებს.
ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ სინანულს მოიპოვებს, ლაპარაკობს ცოტას და მტკიცედ მოქმედებს. გონს მოსული ისწრაფვის უკეთესობისაკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, დარწმუნებული იმაში, რომ დადგა მისთვის ხსნის ჟამი. ქვეყნის უკუღმართობასა და თავისი უწინდელი ცხოვრების ცვლილებებზე ფიქრებით ძლიერ აღელვებული, ის ეძიებს განმარტოებულ ადგილს, სადაც თავისუფალდ შეძლებს საუბარს საკუთარ თავთან და დაღვრის ულევ ცრემლს. იგი ვეღარ იტევს მწუხარებას წარსულში მის მიერ აღსრულებული საქმეების გახსენებისას, ის მიწაზე ემხობა და ვერ ბედავს მზერა აღაპყროს ზეცისკენ, საიდანაც ხსნასა და შეწევნას ელის; ხშირად გულის სიღრმიდან შეჰღაღადებს ღმერთს, ევედრება შეეწიოს მას, განამტკიცოს სათნოებაში.