წმ. სერაფიმე საროველი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. სერაფიმე საროველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. სერაფიმე საროველი | გამონათქვამები
ერისკაცთათვის ორივე გზა შეიძლება გადამრჩენელი იყოს, ბერმონოზვნობაცა და ქორწინებაც. თუ რომელი გზა უნდა აირჩიოს თითოეულმა, ეს საკითხი სხვადასხვანაირად წყდება, არსებითად, ორივეს ერთიდაიგივე მიზანი აქვს - სულიწმიდის მადლის მოპოვება. კ... იხილეთ სრულად
არასოდეს გადაუხადო მადლობა სიტყვით, რადგან ამით თქვენ მას ქურდავთ - კეთილისმქმნელს დამსახურებულ საზღაურს უკარგავთ, რომელიც მან უფლისაგან უნდა მიიღოს ჩადენილი სიკეთისათვის. თქვენ კი არა, იგი უნდა მადლობდეს ღმერთს, რომ მისგან ძღვენი... იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ჭეშმარიტი ბერული მანტია ცილისწამებისა და შეურაცხყოფის მშვიდად მიღებაა. სადაც განსაცდელი არ არის, იქ არც ცხონებაა
ვითარცა გემს აქვს მრავალი მოწყობილობა, აფრები და სხვა, და საჭით იმართება, ასევე იმართება ტაძარი სულიწმიდით, მისი სათნო მესაჭეები - ეკლესიის მოძღვარნი, მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, მოციქულთა მემკვიდრეები არიან
თუ ლოცვისას გონი და გული შეუერთდება ერთმანეთს და სულის ფიქრები გაბნეული არ იქნება, მაშინ გული სულიერი სითბოთი გათბება, რომელშიც ქრისტეს ნათელი აღმობრწყინდება და ადამიანს სიმშვიდითა და სიხარულით აღავსებს
ძილისაგან აღდგომილმა ყოველმა ქრისტიანმა ხატების წინ უფლის ლოცვა უნდა წაიკითხოს: "მამაო ჩვენო" - სამჯერ, ყოვლადწმიდა სამების სახელზე, შემდეგ ღვთისმშობლის სადიდებელი, "ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ" - ასევე სამჯერ და ბოლოს მრწამსი,... იხილეთ სრულად
როდესაც ქრისტიანის გული რაიმე ღვთიურს მიიღებს, იგი სხვა მხრივ მტკიცებას აღარ საჭიროებს, რომ ყოველივე ეს უფლისგან არის - თვითონვე რწმუნდება საქმით, რადგან სულის ნაყოფი - სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე... იხილეთ სრულად
ეძიე უფალი, - მაგრამ არა საცხოვრებელი მისი..., სადაც უფალია, იქ სიბოროტე არ არის, ღვთიურის მიღებით ადამიანის გული ხარობს, ხოლო ეშმაკეულის მიღებით - შფოთავს
ეშმაკებს ჩლიქებით, რქებითა და კუდით წარმოადგენენ, რადგან ადამიანის წარმოსახვისათვის ამაზე საზარელი არსების მოგონება შეუძლებელია. ისინი უფლისაგან თვითნებურმა განდგომამ და ღვთის წყალობის ნებაყოფლობით უარყოფამ ნათელის ანგელოზებიდან, ... იხილეთ სრულად