
14. ნუ დაემსგავსები ადამიანთა შორის უსუსტესს, უმჯობესია, სიყვარულის მცნებაში განვითარდე. როცა სიამაყის უფსკურლში ჩაცვენილ ადამიანებს ემსგავსები და შენს თავს სიყვარულის საკითხში ავითარებ, მაშინ სიმდაბლის მწვერვალს აღწევ.
14. ნუ დაემსგავსები ადამიანთა შორის უსუსტესს, უმჯობესია, სიყვარულის მცნებაში განვითარდე. როცა სიამაყის უფსკურლში ჩაცვენილ ადამიანებს ემსგავსები და შენს თავს სიყვარულის საკითხში ავითარებ, მაშინ სიმდაბლის მწვერვალს აღწევ.
34. სათნოებებში ღვაწლისათვის ჯილდოა უბიწოება და ცოდნა. როგორც ესენია ჩვენთვის ცათა სასუფევლის მიზეზი, ასევე ვნებები და უცოდინრობა - ჯოჯოხეთის ტანჯვათა. ამიტომ ვინც მათ ამქვეყნიური დიდებისათვის ეძიებს და არა იმისათვის, რომ ეს სიკეთ... იხილეთ სრულად
12. როცა სიყვარულის შედეგად გონება ღვთის შემეცნებით აღივსება, ყოფიერებაზე მაღლა დადგება და ღვთის უსასრულობას იგრძნობს, მაშინ ღვთაებრივი ესაიას მსგავსად, განცვიფრებულმა რომ აღიარა თავისი არარაობა, გულწრფელად წარმოთქვამს ამ წინასწარ... იხილეთ სრულად
74. გონება ცოდვილ ზრახვებს შემდეგი სამი გზით იღებს: გრძნობათა მეშვეობით, სხეულის მდგომარეობიდან გამომდინარე და მოგონებებიდან. გრძნობათა მეშვეობით, - როცა მათზე (გრძნობებზე) ისეთი საგნები მოახდენენ შთაბეჭდილებას, რომელთა მიმართაც ჩ... იხილეთ სრულად
9. ადამიანებს ერთმანეთი შემდეგი ხუთი მიზეზის გამო უყვართ, რომელთაგან ზოგი მოსაწონია, ზოგი საძრახისი: უყვართ ან ღვთის გულისათვის, - როგორც კეთილს უყვარს ყველა, ხოლო კეთილი თვით უკეთურსაც უყვარს; ან ბუნებრივად, - როგორც მშობელს შვილ... იხილეთ სრულად
46. სამყაროში მრავალია გლახაკი სულითა, მაგრამ არა მართებულად გლახაკი; მრავალია მგლოვიარე, მაგრამ ან ქონების, ან შვილის დაკარგვის გამო; მრავალია მდაბალი, მაგრამ უწმინდური ვნებების გამო; მრავალია მშიერი და მწყურვალე, მაგრამ იმიტომ, ... იხილეთ სრულად
62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით.
42. თუ უეცრად განსაცდელი შეგემთხვევა, ნუ დაადანაშაულებ მას, ვისი მეშვეობითაც იგი მოვიდა, არამედ ეძიე, თუ რატომ მოვიდა და გამოსწორდები. რამეთუ მისი თუ სხვისი მეშვეობით უნდა გეგემა ღვთის მსჯავრთა ფიალის სიმწარე.
90. დიდ მლოცველებს დემონები ესხმიან თავს, მათ გონებას გრძნობად საგნებზე ფიქრით იპყრობენ და ამით ლოცვას განაშორებენ. შემეცნებაში წამატებულთ კი ხანგრძლივად ამყოფებენ ვნებიან გულისთქმათა გარემოცვაში, ხოლო შრომით ღვაწლში მყოფთ უბიძგებ... იხილეთ სრულად
19. ნეტარია გონება, რომელიც ქმნილებათა მიღმა დაუცხრომლად ტკბება ღვთაებრივი სილამაზით.