ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ - ციტატები, ამონარიდები
95. "ადგილი მწვანვილი" (ფს. 22,2) არის ქმედითი სათნოება; "წყალი განსასვენებელი" კი არის ქმნილებათა შეცნობა
94. როცა რაიმე იწერება, იწერება ან საკუთარი თავის სამახსოვროდ, ან სხვათა სასარგებლოდ, ან ამ ორივე მიზნისათვის ერთად, ან ვინმეს საზიანოდ, ან საჩვენებლად, ან საჭიროების გამო.
93. თავისთავად სიკვდილი ღვთისაგან განშორებაა; სიკვდილის ნესტარი კი ცოდვაა, რომლის აღსრლებითაც ადამი ერთდროულად განიდევნა ცხოვრების ხიდანაც, სამოთხიდანაც და ღვთისგანაც, რასაც თან გარდუვალი სიკვდილი მოჰყვა. ცხოვრება ხომ სინამდვილეში... იხილეთ სრულად
92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით;... იხილეთ სრულად
91. ღვთის განგებით, ვინც ღვთისმოსაობაში იწვრთნება, ამქვეყნად შემდეგი სამი სახის საცდურით გამოიცდება: ან კეთილდღეობათა მინიჭებით, როგორიცაა: ჯანმრთელობა, სილამაზე, მრავალშვილიანობა, სიმდიდრე, დიდება და ამის მსგავსნი; ან განსაცდელის... იხილეთ სრულად
86. მცნებათაგან ზოგი უნდა დავიცვათ როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ხოლო ზოგი - მხოლოდ სულიერად. მაგალითად: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო და სხვა მსგავსნი ხორციელადაც უნდა დავიცვათ და სულიერადაც, სულიერად კი სამმაგად. ამის ... იხილეთ სრულად
83. ჩვენში არსებული გონიერი ნაწილიდან გამომდინარე, გვმართებს, დავემორჩილოთ ღვთის სიტყვას და ვიბატონოთ ჩვენში არსებულ უგუნურ ნაწილზე, ყოველთვის ეს წესი აღვასრულოთ და ქმნილებებში არც ბოროტება იქნება და არც ის, რაც ბოროტებისაკენ გვიბ... იხილეთ სრულად
84. გულისთქმათა შორის ზოგი მარტივია, ზოგი კი - რთული. მარტივია უბიწოება, ხოლო რთულია ვნებანი, ისევე როგორც ვნებებით გამოწვეული ფიქრებია რთული. ამასთანავე იმის დანახვაც შეიძლება, რომ მრავალ მარტივს რთული მოსდევს მაშინ, როცა გულისთქ... იხილეთ სრულად
85. ზოგიერთები ამბობენ, რომ დემონები, რომლებიც ძილის დროს ჩვენი სხეულის სასირცხო ნაწილებს ეხებიან, სიძვის ვნებას აღძრავენ; შემდეგ აღძრულ ვნებას მეხსიერების მეშვეობით გონებაში დედაკაცის წარმოსახვა შემოაქვს. სხვები ამბობენ, რომ თავა... იხილეთ სრულად
88. უანგაროა ის, ვინც ყოველგვარ პირადულზე უარი თქვა, მას დედამიწაზე, სხეულის გარდა, არაფერი გააჩნია და ისიც ყოველგვარ სიამეს მოარიდა, საკუთარ თავზე ზრუნვა კი მთლიანად ღმერთსა და ღვთისმოსავ ადამიანებს მიანდო.